აღნიშნული პროგრამა ამოქმედდება 2026 წლის სექტემბრიდან
სამართლის სამაგისტრო პროგრამის მეორე ნაწილის ხანგრძლივობა შეადგენს 1 აკადემიურ წელს.
მისანიჭებელი ხარისხი: კვლევის მაგისტრი სამართალში.
სამართლის სამაგისტრო პროგრამის მეორე ნაწილი მოიცავს 60 ECTS კრედიტიან სწავლებას.
პროგრამის მეორე 60-კრედიტიანი ნაწილის დასრულებისა და „კვლევის მაგისტრი სამართალში“ კვალიფიკაციის მიღების შემდეგ კურსდამთავრებულს, გარდა საჯარო, კერძო და საერთაშორისო სექტორში ისეთ პოზიციებზე დასაქმებისა, სადაც მოითხოვება სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და საქართველოს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული დამატებითი საკვალიფიკაციო ან სასერტიფიკაციო მოთხოვნები, შეუძლია განახორციელოს დამოუკიდებელი აკადემიური და კვლევითი საქმიანობა, დასაქმდეს უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებში, კვლევით და ანალიტიკურ ცენტრებში, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სამართლებრივი პოლიტიკის ანალიზისა და განვითარების მიმართულებით მომუშავე ინსტიტუციებში.
სწავლების საფასური: საქართველოს მოქალაქეებისათვის წელიწადში 7990 ლარი.
