საფეხბურთო ჩემპიონატი ფეფეს თასი 2024-ის ფინალი

2 October 2024

კავკასიის უნივერსიტეტის სპორტულ მოედანზე, საფეხბურთო ჩემპიონატი „ფეფეს თასი 2024“-ის ფინალი გაიმართა.

 

საფინალო თამაში გიორგი ნიშნიანიძის მამამ - მამუკა ნიშნიანიძემ - გახსნა. აღნიშნული ჩემპიონატი გიორგის (ფეფეს) სახელს ატარებს.

 

„ფეფეს თასი 2024“-ის გამარჯვებული გახდა კავკასიის არქიტექტურის სკოლის (CSA) გუნდი „პანენკა“.

 

მეორე ადგილი დაიკავა კავკასიის ბიზნესის სკოლის (CSB) გუნდმა „R&M “, ხოლო მესამე ადგილი - კავკასიის ბიზნესის სკოლის (828)  გუნდმა  „AMIGOS“.

 

საპრიზო ადგილზე გასულ სამივე გუნდს საჩუქრები გადასცა სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის უფროსმა მერი ხვიჩიამ და გიორგი ნიძნიანიძის მამამ მამუკა ნიშნიანიძემ.

 

ასევე, გამოვლინდა : ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი, „პანენკას“-ის გუნდის მოთამაშე - ამირან ანჯაფარიძეს და ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე,  ბიზნესის სკოლის (CSB) გუნდის „R&M “, მოთამასე - რეზი არზიანი.

 

ჩემპიონატის სპონსორი კომპანიები იყვნენ: Red Bull და SANDORA GEORGIA.