საფეხბურთო ჩემპიონატი ფეფეს თასი 2024-ის ფინალი

2 ოქტომბერი 2024

2 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის სპორტულ მოედანზე, საფეხბურთო ჩემპიონატი ფეფეს თასი 2024-ის ფინალი გაიმართა.

საფინალო თამაში გიორგი ნიშნიანიძის მამამ - მამუკა ნიშნიანიძემ - გახსნა.

აღნიშნული ჩემპიონატი გიორგის (ფეფეს) სახელს ატარებს. „ფეფეს თასი 2024“-ის გამარჯვებული გახდა კავკასიის არქიტექტურის სკოლის (CSA) გუნდი „პანენკა“. მეორე ადგილი დაიკავა კავკასიის ბიზნესის სკოლის (CSB) გუნდმა „R&M “, ხოლო მესამე ადგილი - კავკასიის ბიზნესის სკოლის (828) გუნდმა „AMIGOS“.

საპრიზო ადგილზე გასულ სამივე გუნდს საჩუქრები გადასცა სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის უფროსმა მერი ხვიჩიამ და გიორგი ნიშნიანიძის მამამ მამუკა ნიშნიანიძემ.

ასევე, გამოვლინდა: ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი, „პანენკას“-ის გუნდის მოთამაშე - ამირან ანჯაფარიძეს და ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე, ბიზნესის სკოლის (CSB) გუნდის „R&M “, მოთამაშე - რეზი არზიანი.

ჩემპიონატის სპონსორი კომპანიები იყვნენ: Red Bull და Sandora Georgia.