2022 წლის დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამა

20 დეკემბერი 2021

გაცნობებთ, რომ აშშ-ის საელჩო საქართველოში აცხადებს 2022 წლის დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის შესარჩევ კონკურსს.


გრანტის მაქსიმალური რაოდენობა თითოეულ პროექტზე 50,000 აშშ დოლარია.


საპროექტო განაცხადი უნდა ეხებოდეს ქვემოთ მოცემული თემებიდან ერთერთს:


  1. ეკონომიკური ზრდა:

 

  • სასოფლო ეკონომიკური განვითარება/მეწარმეობის განვითარება
  • ტურიზმის განვითარება/სტუმარ-მასპინძლობის სექტორის მენეჯმენტი
  • ზოგადი განათლება

 

  1. გენდერული თანასწორობა და სოციალური ინკლუზია:

 

  • ქალების გაძლიერება
  • ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ჩართულობა
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ჩართულობა/ინკლუზიური განათლება
  • ბავშვთა უფლებების დაცვა და ბავშვთა კეთილდღეობა;

 

  1. სამოქალაქო ჩართულობა და ინფორმირებული მოქალაქეები:

 

  • ჟურნალისტური განათლება და პროფესიონალიზმი
  • ტრენინგი მედიაწიგნიერებასა და მაღალი ხარისხის მქონე დამოუკიდებელი მედია კონტენტის წარმოებაში
  • ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერება და ადვოკატირება
  • კიბერუსაფრთხოება, სტრატეგიული კომუნიკაციები და ციფრული დიპლომატია

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 25 თებერვალი, 18:00 საათი, 2022.


დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, იხილოთ ბმული.

 

წარმატებას გისურვებთ!