პროექტის თემატური ტრენინგ-მოდულების დამტკიცება

15 მარტი 2021
                                              

 

15 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარდა ჟან მონეს პროექტის "ევროკავშირის სამართლებრივი სახე"  მესამე ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა თემატური ტრენინგ-მოდულების მოსმენა, შეფასება და დამტკიცება:

 

 - შრომის სამართალი -  ევროკავშირის სტანდარტები და ქართული კანონმდებლობა (ეკა ქარდავა);

 - საჯარო შესყიდვები - ევროკავშირის სტანდარტები და ქართული კანონმდებლობა (ლევან მოსახლიშვილი);

 - კონკურენციის სამართალი - ევროკავშირის სტანდარტები და ქართული კანონმდებლობა (სოლომონ მენაბდიშვილი);

 - პერსონალური ინფორმაციის დაცვა - ევროკავშირის სტანდარტები და ქართული კანონმდებლობა (თამარ ქალდანი);

 - ევროკავშირის სამართალი და ასოცირების შეთანხმება (ეკა ქარდავა);

 - ევროკავშირი, როგორც უნიკალური ზე-ნაციონალური საერთაშორისო სუბიექტი (გურანდა ჭელიძე). 

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ პროექტის კოორდინატორი სოფიო შენგელია და ექსპერტები; სამართლის სკოლის დეკანი იოსებ ნანობაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი ირენა მელუა, ტრენინგ ცენტრის წარმომადგენელი მაია მუშკუდიანი და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები.