წიგნის პრეზენტაცია “ევროკავშირის კანონთა სახე - რეგულირების პრაქტიკა საქართველოში“

17 ოქტომბერი 2022

 

 

 

წიგნის პრეზენტაცია

ევროკავშირის კანონთა სახე - რეგულირების პრაქტიკა საქართველოში“

ჟან მონეს პროექტი “LFEU”

 

 

2022 წლის 13 ოქტომბერს, ერასმუს+ დღეების ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტში ფართო საზოგადოებას საჯაროდ წარედგინა წიგნი „ევროკავშირის კანონთა სახე - რეგულირების პრაქტიკა საქართველოში“. წიგნი მომზადდა ჟან მონეს პროექტის „ევროკავშირის სამართლებრივი სახე“ ფარგლებში. თანაავტორები არიან კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი: ეკატერინე ქარდავა, გურანდა ჭელიძე, ლევან მოსახლიშვილი, სოლომონ მენაბდიშვილი, თამუნა ქალდანი. წიგნის სამეცნიერო რედაქტორები არიან სოფიო შენგელია, ეკატერინე ქარდავა და გურანდა ჭელიძე.

 

წიგნში თავმოყრილია, 2022-2022 წლებში (პროექტის ვადის ფარგლებში) ევროკავშირის სამართლის 5 სფეროს მიმართულებით ჩატარებული კვლევების შედეგები:

 

-           შრომის სამართალის სფეროში;

-           კონკურენციის სამართლის სფეროში;

-           პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში;

-           საჯარო შესყიდვების სფეროში;

-           ევროკავშირთან ინტეგრაციული პროცესების პოლიტიკის სფეროში.

 

დამსწრე საზოგადოებასთან ფიზიკურად დარიგდა წიგნები. ხოლო წიგნის ელ-ვერსია დაიგზავნა ყველა აკადემიურ პერსონალთან, სტუდენტებთან, უნივერსიტეტის გარეთ პროფესიულ საზოგადოებასთან.

 

იხილეთ: წიგნი