წიგნის პრეზენტაცია
“ევროკავშირის კანონთა სახე - რეგულირების პრაქტიკა საქართველოში“
ჟან მონეს პროექტი “LFEU”
2022 წლის 13 ოქტომბერს, ერასმუს+ დღეების ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტში ფართო საზოგადოებას საჯაროდ წარედგინა წიგნი „ევროკავშირის კანონთა სახე - რეგულირების პრაქტიკა საქართველოში“. წიგნი მომზადდა ჟან მონეს პროექტის „ევროკავშირის სამართლებრივი სახე“ ფარგლებში. თანაავტორები არიან კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი: ეკატერინე ქარდავა, გურანდა ჭელიძე, ლევან მოსახლიშვილი, სოლომონ მენაბდიშვილი, თამუნა ქალდანი. წიგნის სამეცნიერო რედაქტორები არიან სოფიო შენგელია, ეკატერინე ქარდავა და გურანდა ჭელიძე.
წიგნში თავმოყრილია, 2022-2022 წლებში (პროექტის ვადის ფარგლებში) ევროკავშირის სამართლის 5 სფეროს მიმართულებით ჩატარებული კვლევების შედეგები:
- შრომის სამართალის სფეროში;
- კონკურენციის სამართლის სფეროში;
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში;
- საჯარო შესყიდვების სფეროში;
- ევროკავშირთან ინტეგრაციული პროცესების პოლიტიკის სფეროში.
დამსწრე საზოგადოებასთან ფიზიკურად დარიგდა წიგნები. ხოლო წიგნის ელ-ვერსია დაიგზავნა ყველა აკადემიურ პერსონალთან, სტუდენტებთან, უნივერსიტეტის გარეთ პროფესიულ საზოგადოებასთან.
იხილეთ: წიგნი