კავკასიის უნივერსიტეტი საერთაშორისო პროექტის VirtuallyEDU 2.0 ფარგლებში აცხადებს კონკურსს ფასილიტატორების შესარჩევად.
VirtuallyEDU 2.0 არის 36-თვიანი ვირტუალური გაცვლის პროექტი, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდებს, განათლების სფეროს წარმომადგენლებსა და ორგანიზაციებს ევროპისა და მეზობელი ქვეყნებიდან. საერთაშორისო ვირტუალური გაცვლების საშუალებით პროექტი ფოკუსირებულია ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტის (AI) წიგნიერება, ციფრული ეთიკა, კრიტიკული აზროვნება, მედიაწიგნიერება, ციფრული უნარები და ინტერკულტურული სწავლება.
პროექტის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტი შეარჩევს 9 ფასილიტატორს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ Train-the-Trainer პროგრამაში და მომზადდებიან საერთაშორისო Virtual Exchange Labs-ის ფასილიტაციისთვის.
ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, განათლების სფეროს წარმომადგენლებს, ტრენერებსა და სტუდენტებთან ან ახალგაზრდებთან მუშაობის გამოცდილების მქონე პროფესიონალებს.
კანდიდატს უნდა ჰქონდეს პროექტში მონაწილეობის მოტივაცია და ინტერესი ციფრული განათლებისა და საერთაშორისო სასწავლო გარემოს მიმართ. სწავლების, ტრენინგის, ფასილიტაციის ან ახალგაზრდებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
კანდიდატს სასურველია ჰქონდეს:
- ინტერესი ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების, ციფრული განათლების, მედიაწიგნიერებისა და ინტერკულტურული სწავლების მიმართულებით;
- სწავლების, ტრენინგის, ფასილიტაციის ან ახალგაზრდებთან მუშაობის გამოცდილება ან შესაბამისი ინტერესი;
- ონლაინ სასწავლო გარემოში ეფექტიანად მუშაობისთვის საჭირო ციფრული უნარები;
- ინგლისური ენის კარგი სამუშაო დონე;
- ეფექტიანი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარები;
- საერთაშორისო და ინტერკულტურულ გარემოში მუშაობის მზაობა;
- შესაძლებლობა, სრულად გაიაროს სასწავლო პროგრამა და შემდგომ ჩაერთოს Virtual Exchange-ის აქტივობებში.
ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით წინასწარი პროფესიული გამოცდილება სავალდებულო არ არის.
ტრენინგი და მოსალოდნელი დატვირთვა
შერჩეული მონაწილეები გაივლიან VirtuallyEDU 2.0-ის Train-the-Trainer პროგრამას, რომელიც აერთიანებს ონლაინ ტრენინგებსა და ინდივიდუალურ, ასინქრონულ სასწავლო აქტივობებს.
პროგრამა მოიცავს 4 ონლაინ ტრენინგს, თითოეული 2–3 საათის ხანგრძლივობით. ტრენინგები შეეხება ხელოვნური ინტელექტის ეთიკურ გამოყენებას, ინტერკულტურულ და კრიტიკულ დიალოგს, ციფრულ ჩართულობასა და ვირტუალური გაცვლების პრაქტიკული ფასილიტაციის მეთოდებს.
მონაწილეები ასევე შეასრულებენ პროექტის MOOC პლატფორმაზე განთავსებულ ასინქრონულ აქტივობებს, მათ შორის დისკუსიებს, რეფლექსიურ დავალებებს, მოკლე ქვიზებსა და ერთობლივ სავარჯიშოებს.
ტრენინგის ფარგლებში თითოეული მონაწილე ჩაატარებს 20–30-წუთიან პრაქტიკულ micro-facilitation სესიას, რომელიც წარმოადგენს Virtual Exchange აქტივობის სიმულაციას. მონაწილეები მიიღებენ უკუკავშირს ტრენერებისა და სხვა მონაწილეებისგან.
პროგრამის წარმატებით დასრულებისთვის აუცილებელია ტრენინგებში აქტიური მონაწილეობა, შესაბამისი დავალებების შესრულება და micro-facilitation აქტივობის წარმატებით გავლა.
ტრენინგის დასრულების შემდეგ ფასილიტატორები შესაძლოა ჩაერთონ Virtual Exchange Labs-ის ერთ ან რამდენიმე ციკლში, პროექტის საჭიროებების, მათი ხელმისაწვდომობისა და შედეგების გათვალისწინებით.
რას მიიღებენ მონაწილეები?
მონაწილეები მიიღებენ საერთაშორისო Virtual Exchange-ის ფასილიტაციის პრაქტიკულ გამოცდილებას და განივითარებენ ციფრულ, საკომუნიკაციო, ინტერკულტურულ და ფასილიტაციის უნარებს.
Train-the-Trainer პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილეები მიიღებენ Metropolitan College-ისა და Folkuniversitetet-ის მიერ ერთობლივად გაცემულ პროგრამის დასრულების სერტიფიკატს და შესაძლებლობას, ჩაერთონ VirtuallyEDU 2.0-ის Virtual Exchange აქტივობების ფასილიტაციაში.
შერჩეული ფასილიტატორები ასევე შესაძლოა წარდგენილ იქნენ პროექტის Validation Workshops-შიმონაწილეობის მისაღებად.
შერჩევის პროცესი
კანდიდატების შეფასებისას გათვალისწინებული იქნება მათი მოტივაცია, შესაბამისი გამოცდილება, ინგლისური ენის ცოდნა, ციფრული უნარები, საკომუნიკაციო და ინტერკულტურული კომპეტენციები, ასევე პროექტში ჩართულობისთვის საჭირო დროისა და პასუხისმგებლობის აღების შესაძლებლობა.
წინასწარ შერჩეული კანდიდატები შესაძლოა მოწვეულ იქნენ მოკლე გასაუბრებაზე ინგლისურ ენაზე.
განაცხადის წარდგენა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი, რომელშიც აღწერენ VirtuallyEDU 2.0-ის Train-the-Trainer პროგრამასა და შემდგომ Virtual Exchange აქტივობებში მონაწილეობის ინტერესსა და მოტივაციას.
შესარჩევი მონაწილეების რაოდენობა: 9
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 20 ოქტომბერი, 2026
ელფოსტის სათაური: VirtuallyEDU 2.0 – Facilitator Application
საკონტაქტო პირი: ქეთევან კარბაია-kkarbaia@cu.edu.ge
