პროექტ „გასტრონომიული ცოდნის ბანაკი“-ს 16 მონაწილიდან ბასკეთის კულინარიული ცენტრის მოწვეულმა პროფესორებმა, ალბერტო როდრიგესმა და ჰექტორ კაბელომ, 4 საუკეთესო შეფ-მზარეული შეარჩიეს, რომლებიც კავკასიის ტრენინგ ცენტრის ტრენერები გახდებიან და გაუძღვებიან ტრენინგებს მეორე ნაკადის მონაწილეებისთვის.
ეს შეფ-მზარეულები არიან:
სოსო ჯაბანაშვილი - რესტორნის “პური გულიანი” შეფ-მზარეული
ირაკლი თოდაძე - “რედისონი“-ს აღმასრულებელი შეფი
ანა იშხანოვა - რესტორნის „ლეკლერ დე ჟენი“ შეფ-მზარეული
ალექსანდრე ბაინდურაშვილი - რესტორნის „შოთი“ შეფ-მზარეული
გვინდა გაცნობოთ, რომ პროექტში - „გასტრონომიული ცოდნის ბანაკი“ - მონაწილეობის მსურველთათვის მეორე ნაკადზე მიღება დაიწყო. მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.
აღნიშნულ პროექტს კავკასიის უნივერსიტეტი USAID-ის პროგრამასთან - „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ - თანამშრომლობის ფარგლებში, ბასკეთის კულინარიულ ცენტრსა და გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციასთან თანამშრომლობით ახორციელებს.