29-30 აგვისტოს კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტმა უმასპინძლა საზაფხულო სკოლას, რომელიც გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის - „მედია-დიალოგი დემოკრატია მშვიდობისთვის“ ფარგლებში განხორციელდა.
პროექტის მთავარი მიზანი მონაწილე ქვეყნებში (გერმანია, საქართველო, უკრაინა, ბელორუსია, სომხეთი) არსებული პოლიტიკური და სოციალური მედიის პრობლემების განხილვა იყო.
ტრენინგების მსვლელობისას მონაწილეები გადანაწილდნენ დებატების, აუდიო-ვიზუალურ და ფოტო/ბლოგის ჯგუფებში. დებატების წარმომადგენლებმა განიხილეს პოლიტიკური საკითხები და კონფლიქტების მედიაზე ასახვა, ხოლო აუდიო-ვიზუალურმა ჯგუფმა გადაიღო ვიდეო. ფოტო/ბლოგის წევრებმა კი, შექმნეს ფოტო მასალა, რომელშიც ასახულია ორივე ჯგუფის სამუშაო პროცესი. გარდა ამისა, მათ ბლოგისთვის სტატიები დაწერეს.
აღნიშნულ პროექტში მონაწილეობას წელსაც იღებენ კავკასიის მედიისა და სახელმწიფო მართვის სკოლების სტუდენტები.
პროექტს კავკასიის უნივერსიტეტი გერმანულ პარტნიორ ორგანიზაციასთან Forderverien Offener Kanal ერთად ახორციელებს, პროექტის შემდეგი შეხვედრა დაგეგმილია სომხეთში, ერევანში.
საზაფხულო სკოლა 1-ლ სექტემბერს კონფერენციით დასრულდება.