ERASMUS+ დღეები კავკასიის უნივერსიტეტში, ახალი ჟან მონეს მოდულის პრეზენტაცია

15 ოქტომბერი 2022

15 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, Erasmus+_ის დღეების ფარგლებში, ახალი ჟან მონეს მოდულის (2022-2025) პრეზენტაცია - “ევროკავშირის პრაქტიკაზე დაფუძნებული მონაცემთა დაცვის სეზონური სკოლა - Data Sec School” - გაიმართა.

 

შეხვედრას წარუძღვნენ: პროფესორი მაქსიმ იავიჩი, კიბერუსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი, კიბერუსაფრთხოების ცენტრის დირექტორი; არჩილ შენგელია, კიბერუსაფრთხოების მთავარი სპეციალისტი კიბერუსაფრთხოების ცენტრში; გიორგი ახალაია, კომპიუტერული მეცნიერების დოქტორანტი, კიბერუსაფრთხოების მთავარი სპეციალისტი კიბერუსაფრთხოების ცენტრში; დოქტორი გიორგი იაშვილი, ასოცირებული პროფესორი, კიბერუსაფრთხოების ცენტრის დირექტორის მოადგილე;

 

აუდიტორიას სიტყვით მიესალმა კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის დეკანი შოთა ნიჟარაძე.

 

ღონისძიებაზე სპიკერებმა წარადგინეს შემდეგი თემატური პრეზენტაციები:

 

  • ჟან მონეს ახალი მოდულის პრეზენტაცია - “ევროკავშირის პრაქტიკაზე დაფუძნებული მონაცემთ დაცვის სეზონური სკოლა - Data Sec School”: პროექტის მიზნები, სპეციფიკაცია და სასწავლო პროგრამის მახასიათებლები;
  • GDPR და მონაცემთა დაცვის განათლების მნიშვნელობა საქართველოში ევროკავშირის კვლევების საფუძველზე, სეზონური სკოლის ფარგლებში;
  • სეზონური სკოლის სამიზნე აუდიტორია და აქტივობები ყველა კატეგორიისთვის;
  • პროექტის მოსალოდნელი გავლენა და შედეგები.

 

ღონისძიების დასკვნით ნაწილში დამსწრე აუდიტორიას საშუალება ჰქონდა, რომ მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.