ერაზმუს მუნდუსის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის საწყისი შეხვედრა

22 აპრილი 2024

კავკასიის უნივერსიტეტი გახდა ერაზმუს მუნდუსის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის საერთაშორისო კონსორციუმის ფარგლებში წარდგენილი პროექტის გამარჯვებული. ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა „Wine Tourism Transitions and Innovations (WINTOUR)“ 2023-2029 წლებში განხორციელდება.

 

პროექტის  WINTOUR ფარგლებში ღვინის ტურიზმის ერთობლივ სამაგისტრო ინტეგრირებულ პროგრამას წამყვანი უნივერსიტეტები: ესპანეთის ტარაგონას უნივერსიტეტი, საფრანგეთის ბორდოს უნივერსიტეტი და პორტუგალიის პორტოს უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით განახორციელებენ. 

 

15 აპრილს, პროექტის Wine Tourism Transitions and Innovations (WINTOUR) ფარგლებში, საწყისი (kick-off) შეხვედრა დისტანციურ ფორმატში გაიმართა. შეხვედრის მიმდინარეობისას პროექტის კოორდინატორმა მიმოიხილა WINTOUR ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამის განხორციელების ეტაპები, დაგეგმილი აქტივობები და პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობა პროგრამის წარმატებით განხორციელებაში.

 

პროექტში კავკასიის უნივერსიტეტის გარდა ჩართულია 35 ასოცირებული პარტნიორი 12 ქვეყნიდან. პროგრამა ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.