15-16 ივლისს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის -„სტუდენტთა ადვოკატირება ომბუდსმენის პოზიციის მეშვეობით (AESOP)” დასკვნით კონფერენციას.
AESOP-ი ითვალისწინებს ომბუდსმენის ოფისის დაარსებას პროექტის მონაწილე ქვეყნებში, ევროპელი პარტნიორების გამოცდილებისა და პრაქტიკის გათვალისწინებით. დასკვნითი კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა წარმოადგინეს ანგარიში პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შესახებ. ასევე, ისაუბრეს ომბუდსმენის ოფისის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე.
კავკასიის უნივერსიტეტში სტუდენტური ომბუდსმენის ოფისი 2018 წლის სექტემბერში შეიქმნა და კვლავ წარმატებით ფუნქციონირებს.
კონფერენციას ესწრებიან კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორი ირენა მელუა, კავკასიის უნივერსიტეტის ომბუდსმენი სალომე კუჭუხიძე.
Aesop-ი ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების სამწლიანი საერთაშორისო საგრანტო პროექტია, რომელიც აერთიანებს საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და ევროპის ექვსი ქვეყნის უნივერსიტეტებს იტალიიდან, პოლონეთიდან, პორტუგალიიდან, ფინეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან.