საინფორმაციო შეხვედრა HERD-ის პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის

23 ივნისი 2021

 

21 ივნისს კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა ERASMUS+ ერ დაფინანსებული ინსტიტუციური განვითარების პროექტის, “უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვლევითი შესაძლებლობების ზრდა კვლევისა და განვითარების სამსახურების საშუალებით“ / HERD“ ფარგლებში. შეხვედრას ესწრებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული აკადემიური პერსონალი და დოქტორანტები.

 

პროექტის მიზანია ერთობლივი კვლევითი პლატფორმის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს პარტნიორ უნივერსიტეტებში კვლევითი საქმიანობის დაგეგმვას, განხორციელებასა და შეფასებას, ქართული ონლაინ კვლევითი პორტალის შექმნას, რომელზეც განთავსებული იქნება უახლესი ინფორმაცია საქართველოს აკადემიური დაწესებულებების საქმიანობის, ადამიანური რესურსებისა და ინფრასტრუქტურის შესახებ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალის კვლევის მენეჯმენტისა და მონაცემთა ანალიზის უნარების გაუმჯობესება კვლევითი საქმიანობის უკეთესი მართვის, ინსტიტუციური კვლევების მონაცემთა ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმარების საფუძვლის შესაქმნელად, სამიზნე უნივერსიტეტებში კვლევის ტრანსფერი და უნივერსიტეტი-ინდუსტრიის თანამშრომლობის უნარების გაძლიერება.