Jean Monnet Project-ის საგრანტო პროექტი 2019

2 აგვისტო 2019

 „Triangle Effect of European Studies at schools” (TEESS) – „ევროპული სწავლების სამკუთხედი“

 

ევროკავშირის Erasmus+ საგრანტო კონკურსის Jean Monnet Project 2019-ის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტმა მოიპოვა დაფინანსება პროექტის „Triangle Effect of European Studies at schools” (TEESS) განსახორციელებლად. პროექტს გაუძღვებიან კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეციერებათა სკოლის პროფესორი გურანდა ჭელიძე და კავკასიის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი ეკატერინე ქარდავა.

 

TEESS სამმაგი ეფექტის ხასიათს ატარებს და ითვალისწინებს დევნილებითა და ეთნიკური უმცირესობებითა დასახლებული რეგიონების სკოლების მოსწავლეთა და მასწავლებელთათვის, მათი ოჯახებისათვის ევროპული სწავლების საუნივერსიტეტო გამოცდილების გაზიარებას, ხელშეწყობას ერთის მხრივ, რუსეთის დეზინფორმაციული პოლიტიკის გააზრებისა და მეორე მხრივ, ცნობიერების ამაღლებისათვის ევროპული ინტეგრაციის, ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების შესახებ. პროექტით გათვალისწინებულია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლების ფარგლებში საგნობრივი სტანდარტის განვითარება და ევროინტეგრაციის კუთხით სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოს შემუშავება ოთხ ენაზე.

 

პროექტის ხანგრძლივობაა 18 თვე. მისი სამიზნეა თბილისის დევნილთა სკოლა, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის  სკოლები.

 

პროექტის განხორციელებაში კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ევროპისმცოდნეობის პროგრამის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ჩართულობა ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ განვითარებას.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული