კავკასიის უნივერსიტეტმა ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღნიშნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS + CBHE ინსტიტუციური განვითარების პროექტის „ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (E-PSY )" ფარგლებში.
12 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა სხვადასხვა საგანმანათლებლო-შემეცნებითი აქტივობები, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია საუნივერსიტეტო საზოგადოებაში, მათ შორის, აქტიურად იყვენენ ჩართულები სტუდენტები. აქტივობების მიზანი იყო სტუდენტებში ცნობიერების ამაღლება ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობის შესახებ.
- უნივერსიტეტში მოეწყო საინფორმაციო კუთხე, სადაც სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ თემატურ საინფორმაციო მასალებს;
- უნივერსიტეტის ბუქშოფში გაიმართა შეხვედრა ფსიქოლოგთან, კავკასიის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორთან რუსუდან ზაალიშვილთან, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით ახალგაზრდებში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებრა. შეხვედრა წარიმართა არაფორმალურ გარემოში, კითხვა-პასუხის რეჟიმში.
- გაიმართა ფილმის ჩვენება და დისკუსია, რომლის მოდერატორიც ფსიქოლოგი რუსუდან ზაალიშვილი იყო.
პროექტის მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის კავკასიის უნივერსიტეტში, სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების ჩამოყალიბება და გადაწყვეტილების მიმღები პირებისათვის (საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლების) ოფიციალური დოკუმენტების განვითარება, რომ საზოგადოებას აუმაღლდეს ცნობიერება მენტალური ჯანმრთელობის შესახებ და ყურადღება გამახვილდეს ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის მნიშვნელობაზე.