ლუის არუფატის ლექცია - გასტრონომიული ტენდენციები ტკბილ სამყაროში

8 თებერვალი 2023

 

8 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიბრარეაში“, პროექტის „გასტრონომიული ცოდნის ბანაკის“ ფარგლებში, ლუის არუფატის ლექცია გაიმართა.

 

ლექცია ჩაატარა ბასკეთის კულინარიული ცენტრის პროფესორმა თემაზე: გასტრონომიული ტენდენციები ტკბილ სამყაროში. ღონისძიებას ესწრებოდნენ პროექტ „გასტრონომიული ცოდნის ბანაკის“ მონაწილეები.

 

შეხვედრის ბოლოს, პროექტის ფარგლებში გამართულ “შეფების ფორუმის“ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

 

პროექტს - „გასტრონომიული ცოდნის ბანაკი“ - კავკასიის უნივერსიტეტი USAID-ის პროგრამასთან - „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ - თანამშრომლობის ფარგლებში, ბასკეთის კულინარიის ცენტრისა და გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციასთან თანამშრომლობით ახორციელებს.

 

აღნიშნული პროექტი 2022 წლის ზაფხულიდან მიმდინარეობს და სამ ეტაპად წარიმართა. მასში მონაწილეობა 32-მა მოქმედმა მზარეულმა, მოყვარულმა თუ გასტრონომიით დაინტერესებულმა ადამიანმა მიიღო.