ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამის Jean Monnet პროექტის „ევროკავშირის სამართლებრივი სახე“/LFEU ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტში იწყება ტრენინგების ციკლი ასოცირების შეთანხმების შემდეგ სფეროებში: შრომის სამართალი, საჯარო შესყიდვები, კონკურენციის სამართალი, პერსონალურ მონაცემთა დაცვა, სამართლებრივი აპროქსიმაცია.
ტრენერები არიან კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი, ცნობილი დარგის სპეციალისტები და პრაქტიკოსი პროფესიონალები.
ქვემოთ მოცემულია ტრენინგ-მოდულები:
- ასოცირების შეთანხმება, ევროკავშირის შრომის დირექტივები და საქართველოს შრომის კოდექსი;
- ევროკავშირის სამართალი და ასოცირების შეთანხმება;
- ევროკავშირსა და საქართველოში კარტელებისა და სახელმწიფო დახმარების რეგულირება;
- „ევროკავშირი, როგორც ზენაციონალური და განსაკუთრებული საერთაშორისო სუბიექტი“
- საჯარო შესყიდვების სამართლებრივი ჩარჩო ევროკავშირსა და საქართველოში
- პერსონალური მონაცემების დაცვის სამართლებრივი ჩარჩო ევროკავშირში, ევროსაბჭოსა და საქართველოში