ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები პროექტ E-PSY-ის ფარგლებში

29 ოქტომბერი 2021

26-28 ოქტომბერს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS + CBHE ინსტიტუციური განვითარების პროექტის „ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (E-PSY)" ფარგლებში პოლონეთის ბიდგოშჩის ეკონომიკის უნივერსიტეტმა უმასპინძლა ონლაინ საინფორმაციო შეხვედრებს.

 

პოლონეთის ბიდგოშჩის ეკონომიკის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა 3 დღიანი შეხვედრების ფარგლებში საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს E-PSY-ის პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს უნივერსიტეტში არსებული  ფსიქოლოგიური კონსულტაციისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის ერთეულების სტრუქტურისა და სამუშაო სტრატეგიებთან დაკავშირებით. მათ შორის, შეხვედრის პირველ დღეს დეტალურად განიხილეს სტუდენტთა ემოციური კეთილდღეობისა და აკადემიური წინსვლის ხელშემწყობი და ხელისმშემშლელი ფაქტორების მართვა. მეორე დღეს, გააცნეს აღნიშნული ერთეულების ინფრასტრუქტურა და აღნიშნულ სერვისებში ბენეფიციარების ჩართვის გზები. ხოლო, შეხვედრების ბოლო დღეს ბიდგოშჩის ეკონომიკის უნივერსიტეტის წარმოადგენლებმა პროექტის პარტნიორებს გაუზიარეს ფინანსური მართვის გამოცდილება და სხვა სახის მხარდაჭერის სერვისები სტუდენტებისთვის.

 

კავკასიის უნივერსიტეტიდან საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორმა ირენა მეულამ, კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა  სკოლის დეკანმა დავით ნატროშვილმა, კავკასიის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა რუსუდან ზაალიშვილმა და საერთაშორისო პროექტების მენეჯერმა მარი რუაძემ.

 

პროექტის მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის კავკასიის უნივერსიტეტში, სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების ჩამოყალიბება და გადაწყვეტილების მიმღები პირებისათვის (საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლების) ოფიციალური დოკუმენტების განვითარება, რომ საზოგადოებას აუმაღლდეს ცნობიერება მენტალური ჯანმრთელობის შესახებ და ყურადღება გამახვილდეს ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის მნიშვნელობაზე.