2 ნოემბერს, ევროკომისიის მიერ დაფინანსბეული Erasmus+ პროექტის - „მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში“(SQUARE) ფარგლებში გაიმართა პირველი შეხვედრა კავკასიის უნიევრსიტეტის პროექტის გუნდსა და EFMD -ის მენტორებს შორის.
შეხვედრაზე პროექტის გუნდის წევრებმა, მენტორებთან ერთად განიხილეს კავკასიის უნივერსიტეტის მესამე მისიის გეგემა უწყვეტი განათლების მიმართულებით. უწყვეტ განათლებაზე ზრუნვა კავკასიის უნივერსიტეტის მესამე მისიის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს წარმოადგენს. EFMD-ის წარმოამდგენლებმა, გეგმის კიდევ უფრო სრულყოფის მიზნით, კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, კონკრეტული რეკომენდაციები გაუზიარეს, რომლის საფუძველზეც განახლდება გეგმა.
პროექტის ეს ფაზა ითვალისწინებს ევროპელი პარტნიორების მიერ კავკასიის უნივერსიტეტის მესამე მისიის აქტივობების გეგმის დასრულებასა და ანგარიშის შემუშავებას. კავკასიის უნიევრსიტეტს მენტორობას უწევს EFMD-ის გუნდი.
შეხვედრას ესწრებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის სტარტეგიული განვითარების დეპარტამენტის დირექტორი პავლე კაპანაძე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორი ირენა მელუა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი მაცაცო ტეფნაძე.