პროექტ RURD-ის შემაჯამებელი შეხვედრა ქუთაისში

27 ივლისი 2022

                                                                          

  

18-20 ივლისს, ევროკავშირის ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტისუნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში - RURD“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

 

პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტების გარდა, შეხვედრებში მონაწილეობდნენ პროექტის პარტნიორი საჯარო უწყებების წარმომადგენლებისაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან, აგრეთვე, ქუთაისის მერიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

 

პროექტ RURD-ის  მიზანია საქართველოს რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში. პროექტის ფარგლებში მოხდა რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით. პროექტის ფარგლებში შეიქმნა რეგიონული უნივერსიტეტების მუდმივმოქმედი კონფერენცია რეგიონისთვის დამახასიათებელი საკითხებისა და გამოწვევების განსახილველად.