შეხვედრა პროექტის "მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება საქართველოს უნივერსიტეტებში (SQUARE)" ფარგლებში

17 თებერვალი 2021

 

 

 

                                                    

 

 

17 და 18 თებერვალს, (Kick-off) Erasmus + ინსტიტუციური თანამშრომლობის (CBHE) პროექტის „მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება საქართველოს უნივერსიტეტებში“ ფარგლებში, გაიმართა პირველი ონლაინ სამუშაო შეხვედრა.

 

პროექტში მონაწილეობას იღებდნენ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია, ვიცე-პრეზიდენტი კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დარგში, ბორის (ბუბა) ლეჟავა და უნივერსიტეტის სხვა წარმომადგენლები.


შეხვედრა წარიმართა თბილისის სახელობის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით და დაეთმო პროექტის მნიშვნელობისა და მთავარი მიზნის წარმოდგენას.


პროექტ SQUARE - ის მიზანია ხელი შეუწყოს ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მესამე მისიის ინსიტუტუციურ დონეზე დანერგვასა და განვითარებას და  ხელს უწყობს საქართველოს მდგრად სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებას.


პროექტში რვა ქართულ და სამ ევროპულ უნივერსიტეტთან ერთად, ჩართულები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, საერთაშორისო სააკრედიტაციო საბჭო EFMD (ბელგია).