25-27 იანვარს და 4 თებერვალს, ERASMUS+ ინსტიტუციური განვითარების (CBHE) პროექტის „რეგიონული უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში” (RURD) ფარგლებში, გაიმართა ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორი, ირენა მელუა და კავკასიის უნივერსიტეტის ბათუმის კამპუსის თანამშრომლები. შეხვედრა წარმართა ესპანეთის უნივერსიტეტის სანტიაგო დე კომპოსტელას კვლევითი დეპარტამენტის ხელმძღვანელობით და დაეთმო რეგიონალური უნივერსიტეტების სტრატეგიული განვითარების შესახებ თეორიულ და პრაქტიკულ აქტივობებს. განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორებიცაა: უნივერსიტეტის ხედვის, მისიის, ღირებულებების ფორმულირება, არსებული გამოწვევებისა და უპირატესობების ანალიზი, სტრატეგიული განვითარების გეგმის სხვადასხვა მეთოდით განსაზღვრა.
პროექტის მიზანია, საქართველოს რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონის განვითარებაში.
პროექტში მონაწილეობს ოთხი ევროპული უნივერსიტეტი: სანტიაგო დე კომპოსტელა (ესპანეთი), გრაცის უნივერსიტეტი (ავსტრია), მასარიკის უნივერსიტეტი (ჩეხეთი), ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი (კაუნასი, ლიეტუვა), ყველა ქართულ რეგიონული უნივერსიტეტი, მათ შორის, კავკასიის უნივერსიტეტის ბათუმის კამპუსი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.