სამუშაო შეხვედრები და კონფერენცია - Media Dialogue 2021 for Conflict Sensitivity and Research

23 სექტემბერი 2021

20-23 სექტემბერს კავკასიის უნივერსიტეტმა მედია დიალოგის პროექტის ფარგლებში უმასპინძლა სამუშაო შეხვდრებსა და კონფერენციას თემაზე Media Dialogue 2021 for Conflict Sensitivity and Research”. პროექტი ხორციელდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და არის რიგით მეოთხე პროექტი, რომელშიც უნივერსიტეტი 2015 წლიდან მონაწილეობს.

 

23 სექტემბერს პროექტი დასრულდა ფინალური კონფერენციით, რომელიც გახსნა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და პროექტის კოორდინატორმა ვოლფგანგ რასმენმა. 

 

კონფერენციაზე მოხსენებით წარდგნენ კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ეკა აკობია და მედია სკოლის ლექტორი, ჟურნალისტი სალომე უგულავა. აგრეთვესპიკერები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, რომელთაც განიხილეს მიმდინარე შეირაღებული და გაყინული კონფლიქტები და მედია სისტემები.

 

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებმა წარადგინეს მათ მიერ შექმნილი პროდუქტები მედიის, პოლიტიკისა და კონფლიქტების მიმართულებით (ბლოგები, ვიდეოები და ა.შ.), რომლებზეც სამი დღის განმავლობაში პოექტის პარტნიორებთან ერთად მუშაობდნენ. კონფერენციის დასკვნით ნაწილში სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები. 

 

პროექტ „მედია დიალოგის“ მიზანია პროფესიონალ ჟურნალისტებთან, აკადემიური სივრცის წარმომადგენლებთან და სტუდენტებთან მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბება. პროექტის წევრ ქვეყნები არის  გერმანია, საქართველო, ბელარუსი, უკრაინა,

მოლდოვა და სომხეთი.

  

პროექტის ფარგლებში მომდევნო სამუშაო შეხვედრები იგეგმება 24-27 სექტემბერს, სომხეთში, . გიუმრიში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კავკასიის უნივერსიტეტის მედიისა და მართვის სკოლის სტუდენტები: რევაზ ჭითანავა, თეკლა ზღუდაძე და ანი მელაძე