გაცნობებთ, რომ გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) გამოაცხადა კონკურსი „აბრეშუმის გზის ახალგაზრდული კვლევის გრანტი“, პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს აბრეშუმის გზის მდიდარი ისტორიის შესწავლა და მისი მემკვიდრეობის პოტენციალის გამოვლენა თანამედროვე საზოგადოების კულტურათშორისი დიალოგისა და მდგრადი განვითარებისა და მშვიდობის კონტექსტში.
კონკურსის ფარგლებში გაიცემა 12 გრანტი, მონაწილეობის მიღება კი შეუძლიათ 35 წლამდე ახალგაზრდა მკვლევრებს.
საკვლევი სფერო არ არის მკაცრად განსაზღვრული, შეიძლება იყოს მულტიდისციპლინურიც და მოიცავდეს თემების ფართო სპექტრს, მათ შორის:
- მეცნიერება და ტექნოლოგია
- რელიგია და სულიერება
- ენა და ლიტერატურა
- ხელოვნება და მუსიკა
- ტრადიციული სპორტი და თამაშები
- ეკონომიკა და ვაჭრობა
- აბრეშუმის გზის მემკვიდრეობა და თანამედროვე საკითხები
საგრანტო წინადადებების მიღების ბოლო ვადაა 31 მაისი
კონკურსთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ოფიციალურ ვებგვერდს
გისურვებთ წარმატებას!