კავკასიის უნივერსიტეტისა და მაასტრიხტის მენეჯმენტის სკოლის თანამშრომლობით 9 დეკემბერს კავკასიის უნივერსიტეტმა უმასპინძლა ნაუტ კუსტერსს, რომელმაც ჩაატარა ტრენინგი ტურიზმის სკოლის აკადემიური პერსონალისთვის თემაზე - „მდგრადობა ტუროპერატორებისა და ტურისტული აგენტებისათვის“.
პროექტი - “Build the Knowledge based on Agri Tourism at the Caucasus University in Tbilisi” ხორციელდება „Nuffic” (Netherlands University Foundation for International Cooperation) - ის ფარგლებში.
ტრენინგი მიზნად ისახავდა, კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის აკადემიური პერსონალის კომპეტენციის გაზრდას.
მონაწილეები აქტიურად ჩაერთვნენ ისეთ აქტივობებში, როგორიცაა, დისკუსია, კითხვა-პასუხი. მათ მიიღეს კონკრეტული რეკომენდაციები და პერსპექტივები, თუ რა ასპექტებზე გაამახვილონ ლექტორებმა ყურადღება სწავლების პროცესში.
10 დეკემბერს, კავკსიის უნივერსიტეტის, მაასტრიხტის მენეჯმენტის სკოლისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლობით, კახეთში ჩატარდა ტრენინგი ადგილობრივი ტუროპერატორებისა და კახეთის „დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის წარმომადგენლებისათვის“ სახელწოდებით - „მდგრადობა ტუროპერატორებისა და ტურისტული აგენტებისათვის“.
ტრენინგს, ნაუტ კუსტერსთან ერთად, გაუძღვა კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს უფროსი გიორგი ბრეგაძე. ტრენინგს ესწრებოდა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის საერთაშორისო პროექტების მენეჯერი.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ ინფორმაცია, თუ რა ინდიკატორებისა და ფაქტორების გათვალისწინება არის მნიშვნელოვანი კონკრეტული ლოკაციების ტურისტული განვითარების თვალსაზრისით.