2022 წლის 2-6 მაისს Erasmus + -ის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „Raising Research Capacity of Georgian HEIs through Developing R&D Units / HERD“ პარტნიორი საქართველოს უნივერსიტეტების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ დრეზდენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (TUD), რომელიც პროექტის ერთ-ერთი საერთაშორისო პარტნიორია.
სიახლეები
მაი
ჟან მონეს წამყვანი ცენტრი ევროკავშირის კანონმდებლობის ტრანსპოზიციისთვის (EUPOLTRANS), პროექტის გახსნა
5 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა ევროკავშირის თანადაფინანსებული პროექტის - ჟან მონეს წამყვანი ცენტრი ევროკავშირის კანონმდებლობის ტრანსპოზიციისთვის (EUPOLTRANS) - გახსნის ღონისძიება.
აპრ
ევროკავშირის ერასმუს + SQUARE პროექტის - "მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში" - სასწავლო ტური პარიზში
20-22 აპრილს, ევროკავშირის ერასმუს + SQUARE პროექტის "მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში" ფარგლებში, პარიზის ხელოვნების ეროვნულმა კონსერვატორიამ სასწავლო ტურს უმასპინძლა.
აპრ
Erasmus+-ის პროექტის "მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში" ორდღიანი ონლაინ ტრენინგი
11 და 15 აპრილს, ევროკავშირის ერასმუს + SQUARE პროექტის ფარგლებში გაიმართა საუნივერსიტეტო მესამე მისიის მორიგი ორდღიანი ონლაინ ტრენინგი, რომელსაც უმასპინძლა კავკასიის უნივერსიტეტმა. ტრენინგს უძღვებოდნენ საფრანგეთის ხელოვნების ეროვნული კონსერვატორიის წარმომადგენლები.
აპრ
კავკასიის უნივერსიტეტი ერაზმუს+ სასტარტო კონფერენციაზე
კონფერენციაზე შეკრებილ 300-მდე მონაწილეს ევროპული განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) სექტორის უფროსმა, ბატონმა ფრანსისკო აგუადო სანჩესმა სიტყვით მიმართა. მან ხაზი გაუსვა 2021 წლის კონკურსის მნიშვნელობას, რადგან დაიწყო ერაზმუსის ახალი, 2021-2027 ჩარჩო პერიოდი.
აპრ
ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ შეხვედრა სანტიაგო დე კომპოსტელაში
2022 წლის 29-31 მარტს, სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტმა (ესპანეთი), როგორც ევროკავშირის ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის - ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ (Role of Universities in the Regional Development - RURD) - მონაწილე უნივერსიტეტმა პროექტის შეხვედრას უმასპინძლა.
მარ
ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ შეხვედრა კაუნასში
14-16 მარტს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის - „უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ (RURD) - შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტმა (კაუნასი, ლიტვა), უმასპინძლა.
მარ
ერაზმუს+ ის პროექტის - SQUARE კონსორციუმის შეხვედრა
2-3 მარტს ერაზმუს+ ის პროექტის „საქართველოს უნივერსიტეტებში მესამე მისიის ხარისხის და აქტუალურობის გაძლიერება“ - Strengthenining the Quality and Relevance of the 3rd mission in Georgian Universities“ (SQUARE)“ ფარგლებში პროექტის კონსორციუმის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ონლაინ ფორმატში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
იან
დასკვნითი შეხვედრა EFMD-ის მენტორებთან
12 იანვარს, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროექტის „მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისბის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში“(SQUARE) ფარგლებში გაიმართა შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტის პროექტის გუნდის წევრ მაცაცო ტეფნაძესა და EFMD -ის მენტორებს შორის.
დეკ
FaRig კვლევითი საგრანტო პროგრამები
გაცნობებთ, რომ Friends of Academic Research in Georgia (FaRiG) აცხადებს ყოველწლიურ კვლევით საგრანტო პროგრამებსა და პრიზს ესსესთვის ჰუმანიტარულ მეცნიერებებში ახალგაზრდა ქართველი მკვლევარებისთვის.