პროექტის შესახებ

 

 

პროექტის მიზანია, პირველ რიგში, ჩაატაროს შედარებითი ანალიზი მედიის როლზე გაყინული თუ ღია შეიარაღებული კონფლიქტების დროს მოლდოვაში, უკრაინაში, საქართველოსა და სომხეთში, ბელორუსში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით.  პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს „მედია დიალოგის“  არსებული ქსელის გაფართოება და მდგრადი კონსოლიდაცია, რათა ხაზი გაუსვას (მედია) დიალოგის მნიშვნელობასა და დისკურსს. ამავდროულად, მისი მიზანია გაძლიერდეს თანამშრომლობა ჟურნალისტურ ორგანიზაციებსა და პროექტში ჩართულ უნივერსიტეტებს შორის. ამასთან,  ჩამოაყალიბოს ურთიერთკავშირები მედიის აქტიური მუშაობის საშუალებით პროექტის მონაწილე ქვეყნებს, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და ევროკავშირთან .

 

მედია ტრენერების ხელმძღვანელობით, პროექტის მონაწილეები შექმნიან მედია პროდუქტებს:  ბლოგი/ფოტო+ვიდეო+პოდკასტი, რომელიც გამოქვეყნდება შემდეგ ვებ-გვერდებზე: http://infocenter.com.ua/  https://youth4media.eu/ და http://mediadialogue.eu/en/

პროექტი დაფინანსებულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.      

 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ პროექტის ვებ-გვერდს

 

პროექტის განხორციელების თარიღი: ივლისი, 2021 - დეკემბერი, 2021