პროექტის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა ქართულ უნივერსიტეტებში - კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა (ETHICS)

 

 

ერაზმუს+ 2022 ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა პირველი ეროვნული სტრუქტურული რეფორმის პროექტი: ,,კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა ქართულ უნივერსიტეტებში - კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა” (ETHICS). აღნიშნული პროექტის პარტნიორია კავკასიის უნივერსიტეტი.

 

პროექტის მიზნებს წარმოადგენს:

 

  • კვლევის სანდოობისა და კვლევის კეთილსინდისიერების არსებული მექანიზმების  გაუმჯობესება;
  • საუნივერსიტეტო კვლევის კეთილსინდისიერების და ეთიკის საჭირო რესურსების პოლიტიკის დოკუმენტების შექმნა/გადახედვა.
  • კვლევის კეთილსინდისიერების ინოვაციური სისტემის შემუშავება, რაც მოიცავს ვრცელი ციფრულ კურსის MOOC დანერგვას, ფუნქციური კვლევის ეთიკის საუნივერსიტეტო კოდექსის შექმნასა და კვლევის მართვის საბჭოს ეთიკის კომიტეტის ჩამოყალიბებას.

 

პროექტის კოორდინატორი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი,  პარტნიორები კი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი. აღსანიშნავია ისიც, რომ 10 ქართულ უნივერსიტეტთან ერთად, პროექტში ჩართულია 4 ევროპული უნივერსიტეტი, რაც ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კომუნიკაციის დამყარებას ევროპულ უნივერსიტეტებთან.

 

კეთილსინდისიერი კვლევის პრაქტიკის ფორმალური დანერგვა და პროექტით გათვალისწინებული მიზნების განვითარება ხელს შეუწყობს ქართული უნივერსიტეტების კონკურენტუნარიანობის გაზრდას,  როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ,  განსაკუთრებით Horizon Europe-ის და ევროპული კვლევის საბჭოს მიერ გამოცხადებული პროგრამების ფარგლებში.

 

პროექტის დაწყებისა და დასრულების ვადები: 02.05.2023-30.10.2027

 

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ პროექტის ვებ-გვერდს.