|
![]() |
|
|
კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა ქართულ უნივერსიტეტებში - კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა (ETHICS)
ერაზმუს+ 2022 ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა პირველი ეროვნული სტრუქტურული რეფორმის პროექტი: ,,კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა ქართულ უნივერსიტეტებში - კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა” (ETHICS). აღნიშნული პროექტის პარტნიორია კავკასიის უნივერსიტეტი.
პროექტის მიზნებს წარმოადგენს:
პროექტის კოორდინატორი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, პარტნიორები კი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი. აღსანიშნავია ისიც, რომ 10 ქართულ უნივერსიტეტთან ერთად, პროექტში ჩართულია 4 ევროპული უნივერსიტეტი, რაც ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კომუნიკაციის დამყარებას ევროპულ უნივერსიტეტებთან.
კეთილსინდისიერი კვლევის პრაქტიკის ფორმალური დანერგვა და პროექტით გათვალისწინებული მიზნების განვითარება ხელს შეუწყობს ქართული უნივერსიტეტების კონკურენტუნარიანობის გაზრდას, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, განსაკუთრებით Horizon Europe-ის და ევროპული კვლევის საბჭოს მიერ გამოცხადებული პროგრამების ფარგლებში.
პროექტის დაწყებისა და დასრულების ვადები: 02.05.2023-30.10.2027
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ პროექტის ვებ-გვერდს.
|
![]() |
კონსორციუმის ევროპელი პარტნიორები:
ქართული უნივერსიტეტები:
არასაუნივერსიტეტო პარტნიორები:
|
![]() |