9-11 აპრილს, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის - „კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში“ მეორე საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა ქალაქ ამსტერდამში, რომელსაც ამსტერდამის თავისუფალმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
შეხვედრას ესწრებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის ვიცეპრეზიდენტი ბორის ლეჟავა, პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორი აკაკი კაპანაძე და კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის დირექტორი სოფიო კობახიძე. სოფიო კობახიძემ განიხილა კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარებული შიდასაუნივერსიტეტო ტრენინგი. აღნიშნული ღონისძიება იყო კვლევის ხელშემწყობ ოფიცერთა პროგრამის ნაწილი, რომელიც ჩატარდა ქ. ქუთაისში და მიზანად ისახავდა ტრენერთა ტრენინგს (ToT) ამ მიმართულებით. მან ასევე წარადგინა შიდატრენინგებზე დასწრების სტატისტიკური მონაცემები. ასევე იმსჯელა კვლევის მიმართულებით საუნივერსიტეტო პოლიტიკისა და მექანიზმების შესახებ. აკაკი კაპანაძემ წარადგინა პროექტის დისემინაციის დოკუმენტი, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტში მომზადდა. დოკუმენტი ითვალისწინებს პროექტის შესახებ ინფორმაციის ფართოდ გავრცელებას, როგორც პროფესიულ, ისე ფართო საზოგადოებრივ ასპარზზე.
შეხვედრის მიზანი იყო კონსორციუმის წევრებს შორის პროექტის მიმდინარე შედეგებისა და პროგრესის განხილვა.
პროექტის შესახებ:
პროექტის ძირითადი მიზანია ქართულ უნივერსიტეტებში კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მიმართულებით არსებული მექანიზმების, პროცედურებისა და სერვისების გაუმჯობესება.
პროექტის კოორდინატორი:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
კონსორციუმის ევროპელი პარტნიორები:
- ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტი;
- ჩარლზის უნივერსიტეტი;
- მასარიკის უნივერსიტეტი;
- აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ქსელი/ასოციაცია.
ქართული უნივერსიტეტები:
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- კავკასიის უნივერსიტეტი;
- დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი;
- შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი;
- თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.
არასაუნივერსიტეტო პარტნიორები:
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი;
- შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი;
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.