![]() |
![]() |
პროექტი PROVE „ღირებულებითი განათლების პოპულარიზაცია სამხრეთ კავკასიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“) Erasmus+-ის უმაღლესი განათლების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის (CBHE) ფარგლებში შემუშავებული სტრატეგიული ინიციატივაა.
პროექტის მიზანია ღირებულებითი განათლების სწავლების ინტეგრირება სამხრეთ კავკასიის რეგიონის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რაც ხელს შეუწყობს ინკლუზიური, ეთიკური და პასუხისმგებლიანი საზოგადოების ფორმირებას.
პროექტის მიზნები და ამოცანები:
- ღირებულებითი განათლების ინტეგრირება უმაღლეს განათლებაში
- სასწავლო პროგრამებისა და მეთოდოლოგიების შექმნა, რომლებიც მოიცავს უნივერსალურ ღირებულებებს, ეთიკურ აზროვნებას და სოციალურ პასუხისმგებლობას.
- ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება
- სამხრეთ კავკასიის უნივერსიტეტებისთვის ღირებულებითი განათლების მდგრადი და ეფექტიანი სწავლების უზრუნველყოფის ხელშეწყობა.
- რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება
- სამხრეთ კავკასიისა და ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, სოციალური გამოწვევების ღირებულებითი განათლების მეშვეობით დაძლევის მიზნით.
- სოციალური გავლენის გაძლიერება
- სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის უნარ-ჩვევების გაძლიერება, რათა მათ შეასრულონ ეთიკური ლიდერებისა და ცვლილებების აგენტების როლი.
მოსალოდნელი შედეგები
- ახალი ან განახლებული სასწავლო პროგრამები, რომლებიც დაფუძნებულია ღირებულებითი განათლების პრინციპებზე;
- აკადემიური პერსონალის კომპეტენციების გაძლიერებაღირებულებითი განათლების სწავლებისთვის;
თანამშრომლობის და კავშირების გაძლიერებაპროექტის მონაწილე ინსტიტუტებს შორის;- სტუდენტების ცნობიერების ამაღლებადა მათი ერთგულება ეთიკური და ინკლუზიური პრაქტიკებისადმი;
- მდგრადი ჩარჩოს ჩამოყალიბებაპარტნიორ უნივერსიტეტებში ღირებულებითი განათლების ინტეგრაციისთვის.
პროექტის დაწყებისა და დასრულების ვადები: 01.01.2024-01.01.2027
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიეთ პროექტის ვებ-გვერდს.
“Funded by the European Union. Views and opinions expressed are however those of the author(s) only and do not necessarily reflect those of the European Union or The European Education and Culture Executive Agency (EACEA). Neither the European Union nor the granting authority can be held responsible for them.”