კათედრის შესახებ

 

 

 

 

2024 წელს, ერასმუს+ ჟან მონეს აქტივობების კონკურსში გამარჯვებულია კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ჟან მონეს კათედრა „ევროპის კავშირი მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისათვის (Jean Monnet  Chair 101175522 — EU-PPS).

 

ჟან მონეს კათედრა განხორციელდება 2024 სექტემბრიდან  2027 წლის სექტემბრამდე.

 

ჟან მონეს კათედრა ემსახურება ევროპული სწავლებისა და კვლევების გაძლიერებას  საქართველოში. დღეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მასშტაბები, კანდიდატის სტატუსის მინიჭება და მიმდინარე პროცესები,  კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს შევუწყოთ ხელი სწავლებისა და კვლევების გაძლიერებას ევროკავშირის შესახებ.

 

ჟან მონეს კათედრა „ევროპის კავშირი მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისათვის“ ხელს შეუწყობს როგორც არსებული სასწავლო კურსების სრულყოფა-განვითარებას, ისე ახალი სასწავლო კურსების შემუშავებასა და იმპლემენტაციას საგანმანათლებლო პროგრამებში, კერძოდ:

 

 ჟან მონეს კათედრის მიზნებია:

 

  1. ევროკავშირის შესახებ ახალი ცოდნის შექმნა მსოფლიოსა და ევროკავშირში მიმდინარე ცვლილებების ფონზე; საქართველოში ევროკავშირის როლის გაგების გაძლიერება.
  2. ევროპული კვლევების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების გაძლიერება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ევროკავშირში მიმდინარე ცვლილებების შესახებ კვლევებში აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ჩართვა.
  3. უნივერსიტეტის მესამე მისიის განხორციელება - ევროკავშირის შესახებ არსებული ცოდნის გატანა უნივერსიტეტის გარეთ და ევროკავშირის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

 

ჟან მონეს კათედრის სამიზნე ჯგუფებია:

 

საბაკალავრო და სამაგისტრო  საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები, აკადემიური პერსონალი, სკოლის მასწავლებლები და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ეთნიკური უმცირესობებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩათვლით, საქართველოს შავიზღვისპირეთის უსდ სტუდენტები და სამთავრობო/არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

 

ჟან მონეს კათედრის  ფარგლებში მოდიფიცირდება და შემუშავდება შემდეგი სასწავლო კურსები: ევროპის თანამედროვე ისტორია, ევროკავშირის გაფართოება აღმოსავლეთით, ევროკავშირის სამართალი, ევროკავშირის სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა; ბუქარესტის უნივერსიტეტის პროფესორი, სამართლის დოქტორი რადუ კარპ ჩაატარებს ლექციებს თემაზე - რუმინეთის გამოცდილება ევროკავშირთან დაახლოების კონტექსტში; საგანმანათლებლო პროგრამების აკადემიური პერსონალისათვის ჩატარდება ტრენინგი „საგანმანათლებლო პროგრამების ევროპეიზაცია”, თბილისსა და ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსი უმასპინძლებს საკვირაო და საზაფხულო სკოლებს სახელწოდებით „მიმდინარე საერთაშორისო გამოწვევები და საქართველოს ევროპეიზაცია“.   კათედრა უმასპინძლებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „ევროკავშირის გაფართოება. პრაქტიკა და გამოწვევები“. უახლესი მიგნებები დაიბეჭდება კონფერენციის შრომების სახით.  კათედრა წარმართავს დიალოგს  ევროპული კვლევების მიმართულებით მომუშავე სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან ევროკავშირის სწავლების შესახებ  განათლების პოლიტიკის შემუშავების შესახებ; კათედრის მიერ გაწეული მუშაობა და მისი შედეგები გამოქვეყნდება სტატიების სახით.