მოდულის შესახებ

 

 

პროექტის უპირველესი მიზანია მეტი სრულყოფილების შეტანა ქალთა IT განათლებაში, განსაკუთრებით კიბერუსაფრთხოების და მონაცემთა დაცვის სფეროებში, ქალთა განათლების ხარისხის გაზრდა საქართველოში ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით და წაახალისოს კომუნიკაცია აკადემიასა და საზოგადოებას შორის. გარდა ამისა, პროექტი მიზნად ისახავს ქალების მიერ მონაცემთა დაცვის საკითხების გაგებას უფრო ფართო სოციალურ კონტექსტში.

 

WISEC აკადემიის ფარგლებში, ორგანიზებული იქნება ევროკავშირის გამოცდილებაზე დაფუძნებული კიბერ უსაფრთხოების ყოვლისმომცველი ინტენსიური სასწავლო პროგრამა სხვა და სხვა სეგმენტში მოღვაწე ქალებისთვის (სტუდენტებისთვის, ფართო საზოგადოებისთვის, IT გამოცდილების მქონე სპეციალისტებისთვის). ასევე ჩატარდება კიბერუსაფრთხოების ტრენინგები რეგიონებში მცხოვრები ქალებისთვის მონაცემთა უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით. ღონისძიების ძირითადი აქცენტი გაკეთდება სტუდენტებსა და ფართო საზოგადოებაზე. პროექტი გამიზნული იქნება არა მხოლოდ მასპინძელ დაწესებულებაზე, არამედ მოიცავს სტუდენტებისა და მოტივირებული ქალების ფართო და მრავალფეროვან წრეს საზოგადოებიდან.

 

პროექტს აქვს ინოვაციების სტიმულირების და კიბერ პრობლემების მოგვარების პოტენციალი შეზღუდული რესურსების პირობებში ბიზნესისთვის, ორგანიზაციებისთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის. როგორც ბიზნესი, ასევე სამთავრობო სექტორი მოითხოვს მაღალკვალიფიციური და მცოდნე თანამშრომლების საიმედო წყაროს. ეჭვგარეშეა, რომ WISEC აკადემია ექნება დიდი წარმატება და მოიპოვებს საზოგადოების მხარდაჭერას, რადგან განათლება ძალზე აქტუალური სოციალური საკითხია, განსაკუთრებით ქვეყანაში გენდერული თანასწორობის განვითარების თვალსაზრისით.

 

პროექტს აქვს შემდეგი კონკრეტული მიზნები:

 

▪ ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილების მიმოხილვა კიბერუსაფრთხოების და მონაცემთა დაცვის სწავლისა და სწავლების სფეროში;

 

▪ ქალებისთვის სპეციალიზებული კიბერუსაფრთხოების აკადემიის შექმნა (თითოეული სამიზნე ჯგუფისთვის – ფართო საზოგადოებისთვის, სტუდენტებისთვის, IT-ის გამოცდილების მქონე ქალებისთვის) – WISEC Academy;

 

▪ კიბერუსაფრთხოების ონლაინ ტრენინგების შემუშავება რეგიონებში მცხოვრები ქალებისთვის, განსაკუთრებით კიბერუსაფრთხოების და პერსონალური მონაცემების დაცვაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად;

 

▪ საქართველოში კიბერუსაფრთხოების და მონაცემთა დაცვის სფეროში ქალთა განათლების დონის ამაღლება და IT სფეროში მაღალკვალიფიციური ქალების მომზადება.

 

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდის.