ბიზნეს მოდელის კონკურსი მონაწილეებს სთავაზობს შექმნან, განავითარონ და გატესტონ თავიანთი ბიზნეს მოდელები, რომელიც ფოკუსირებულია ინოვაციაზე, მასშტაბურობასა და მდგრადობაზე.
ღონისძიების განმავლობაში, მონაწილეებს საშუალება ექნებათ კონცენტრირდნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: მომხმარებლის კვლევა, სეგმენტაცია და ბიზნეს იდეის ვალიდაცია.
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება:
- სტუდენტებს
- დამწყებ ანტრეპრენერებს, რომლებსაც აქვთ სტარტაპ იდეა
- განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, რომლებსაც სურთ დახვეწონ საკუთარი ბიზნეს მოდელი
დღის წესრიგი:
- იდეის განვითარება: გენერაცია, ვალიდაცია, დახვეწა;
- მომხმარებლის კვლევა : ბაზრის კვლევის საფუძველზე მომხმარებელთა საჭიროებების იდენტიფიცირება;
- მენტორინგი: ბიზნეს მოდელის შემუშავება/განვითარება;
- Pitching-ისთვის საჭირო უნარების განვითარება: ფიჩინგის პრაქტიკა (საინვესტიციო პრეზენტაციის მომზადება);
- დასკვნითი პრეზენტაციები: გუნდები წარადგენენ თავიანთ ბიზნეს მოდელებს ჟიურის წინაშე;
- დაჯილდოვება და ნეთვორქინგი.