26 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტმა, აქსელმა და ჯიტამ, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა ''CUnicorn''-ის მონაწილეებისთვის და CU Alumni-ებისთვის, ერთობლივი დახურული შეხვედრა გამართეს.
ღონისძიების მიზანი იყო:
- CUnicorn-ის სტარტაპებისა და CU Alumni-ის ქსელის დაკავშირება;
- ინოვაციური პროექტების მხარდაჭერა და განვითარება;
- სამეწარმეო ეკოსისტემის გაძლიერება და ახალი შესაძლებლობების შექმნა.
შეხვედრაზე დამსწრეებს სიტყვით მიმართეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა - კახა შენგელიამ და აქსელის მმართველმა დირექტორმა - ირო ცაგარეიშვილმა.
ღონისძიებაზე CUnicorn - ის ოთხმა სტარტაპმა - Beezy, BioNova, IDM, Portico - ფიჩინგ სესიის ფარგლებში წარადგინა საკუთარი იდეები, ხოლო დამსწრე ინვესტორებმა, მეწარმეებმა და კურსდამთავრებულებმა შესაძლებლობა მიიღეს საინვესტიციო და სამეწარმეო ეკოსისტემასთან დასაკავშირებლად.
უნდა აღინიშნოს, რომ აქსელი და კავკასიის უნივერსიტეტი პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას და სტარტაგიული ხასიათის მიცემას გეგმავენ, რაც უფრო მასშტაბურ და მრავალფეროვან ინიციატივებს მოიზრებს.
თანამშრომლობის ფარგლებში, წელიწადში ორჯერ, ჩატარდება Caucasus University Alumni Investment Forum – დახურული საინვესტიციო ფორუმი, რომელიც სპეციალურად კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისთვის იქნება განკუთვნილი. აღნიშნული ფორუმი მათ შესაძლებლობას მისცემს, წარადგინონ თავიანთი სტარტაპები პოტენციური ინვესტორების წინაშე და მოიზიდონ დაფინანსება, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა CUnicorn - ის მონაწილეები.
აღნიშნული ფორუმი ინოვაციური და პერსპექტიული სტარტაპებისთვის იქნება უნიკალური პლატფორმა, სადაც მათ ექნებათ საშუალება არა მხოლოდ კაპიტალის მოზიდვის, არამედ სტრატეგიული პარტნიორების მოძიებისა და საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი უკუკავშირის მიღების. გარდა ამისა, კურსდამთავრებულებს ექნებათ შესაძლებლობა თავად შეურთდნენ ანგელოზ ინვესტორთა ქსელს, მხარი დაუჭირონ სტარტაპებს და განავითარონ როგორც საკუთარი საინვესტიციო საქმიანობა, ასევე მთლიანად სტარტაპ ეკოსისტემა.
აღნიშნულმა ღონისძიებამ კი, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კავკასიის უნივერსიტეტის, აქსელისა და GITA-ს თანამშრომლობის მნიშვნელობას, რომელიც მომავალშიც სტარტაპების მხარდაჭერას და სამეწარმეო ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად.