UNI4VERSE-ის შიდა საუნივერსიტეტო კონკურსი კავკასიის უნივერსიტეტში

15 თებერვალი 2025

14 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში UNI4VERSE-ის შიდა საუნივერსიტეტო კონკურსის დემო დღე გაიმართა, რომელიც საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით ჩატარდა.

 

14 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში UNI4VERSE-ის შიდა საუნივერსიტეტო კონკურსის დემო დღე გაიმართა, რომელიც საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და  ორგანიზებით ჩატარდა.

 

კონკურსში მონაწილეობდნენ არქიტექტურის, ეკონომიკის და ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტებისგან დაკომპლექტებული 4 სტარტაპ გუნდი, რომლებმაც წარმოადგინეს თავიანთი ინოვაციური იდეები მწვანე ეკონომიკისა და მწვანე ტექნოლოგიების მიმართულებით.

 

შიდა საუნივერსიტეტო დემო დღეზე გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი BioNova, რომელიც UNI4VERSE - ის შემდგომ ეტაპზე კავკასიის უნივერსიტეტის სახელით იასპარეზებს.

 

UNI4VERSE -ის მთავარი თემა იყო: მწვანე ეკონომიკა და განახლებადი რესურსები, რაც ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, განავითარონ იდეები გარემოსდაცვითი მდგრადობის მიმართულებით.

 

UNI4VERSE წელს პირველად ჩატარდა და ის მიზნად ისახავს სტუდენტებისა და უნივერსიტეტების აქტიური ჩართულობის გაზრდას ინოვაციებსა და ტექნოლოგიებში. პროექტი ხელს უწყობს ახალგაზრდა მეწარმეების გაძლიერებას და უნივერსიტეტების შორის საუკეთესო ინოვაციური იდეების გამოვლენას.