ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში იღებს განაცხადებს ბენჯამინ ფრანკლინის ტრანსატლანტიკური ერთობის პროგრამაზე (BFTF) 2024 წლის ზაფხულისთვის.
ოთხკვირიანი პროგრამა დაგეგმილია 2024 წლის 22 ივნისი - 20 ივლისის ფარგლებში.
პროგრამა ეხება აშშ-ს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს, როგორიცაა ახალგაზრდების ჩართულობა, დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, ეკონომიკური კეთილდღეობა.
პროგრამას სრულად აფინანსებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი და მასპინძლობს პერდუს უნივერსიტეტი, ინდიანა. (Purdue University, Indiana)
მონაწილეობის მსურველი კანდიდატი უნდა იყოს დაბადებული 2006 წლის 22 ივნისი - 2008 წლის 22 ივნისის ფარგლებში.
დაინტერესებულმა პირებმა შემდეგი სააპლიკაციო დოკუმენტები სამ ცალკეულ ფაილად ერთი მეილით უნდა გაგზავნონ მოცემულ ელექტრონულ მისამართზე: TbilisiExchanges@state.gov , დანიშნულებაში მიუთითეთ „2024 Benjamin Franklin Transatlantic Summer Institute”.
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა ვორდის დოკუმენტში;
- სარეკომენდაციო წერილი ინგლისურ ენაზე PDF ფორმატში;
- უახლესი დახურული სემესტრის ნიშნების ფურცელი. (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, ნიშნების ფურცელი სკოლიდან, ორიგინალი, ქართულ ან ინგლისურ ენაზე, PDF ფორმატში).
განაცხადების მიღების საბოლოო ვადა: 2023 წლის 16 თებერვალი, 18:00 საათი.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ ორგანიზატორებს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: TbilisiExchanges@state.gov
გისურვებთ წარმატებას!