„შავი ზღვის მეცნიერება 2024“ - ოდესის ეროვნული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი

20 იანვარი 2024

ოდესის ეროვნული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, უკრაინა (Odesa National University of Technology, Ukraine) დაინტერესებულ პირებს იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო კონკურსში „შავი ზღვის მეცნიერება 2024“ მონაწილეობის მისაღებად.

 

კონკურსი ტარტება შემდეგ სფეროებში:

 

  • კვების მეცნიერება და ტექნოლოგიები;
  • ეკონომიკა და ადმინისტრირება;
  • საინფორმაციო ტექნოლოგიები, აუტომატიზაცია და რობოტიკა;
  • ენერგეტიკა და ენერგოეფექტურობა;
  • ეკოლოგია და გარემოს დაცვა;
  • ტურიზმი, სასტუმროსა და რესტორნის ბიზნესი.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეგისტრაცია ინგლისურ ან უკრაინულ ენაზე უნდა გაიარონ შემდეგ ლინკზე.


რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 1 თებერვალი, 2024.

კონკურსი ჩატარდება ონლაინ, 2024 წლის 15 მარტს.

 

კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.

 

გისურვებთ წარმატებას!