გამოცხადდა სტუდენტების მიღება საფრანგეთის მთავრობისა და განათლების საერთაშორისო ცენტრის ერთობლივ სასტიპენდიო სამაგისტრო პროგრამაზე.
პროგრამით მხარდაჭერილი მიმართულებები:
- სოფლის მეურნეობა
- განათლება
- ინჟინერია
- ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
- სოციალური მეცნიერებები
- ჰუმანიტარული მეცნიერებები
- სამართალი
- არქიტექტურა
- საჯარო მართვა
- მენეჯმენტი
პროგრამაზე განაცხადის გაკეთება შეუძლიათ:
- ვინც დაინტერესებულია სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებით;
- ფლობს ბაკალავრის ხარისხს ან იმყოფება დამამთავრებელ კურსზე;
- ფლობს ფრანგულ ან ინგლისურ ენას;
კანდიდატებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ 28 თებერვლის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ ეწვიოთ განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდს.
გისურვებთ წარმატებას!