კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს აკადემიური პერსონალისთვის, 2018 წლის შემოდგომის სემესტრში, ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტში, საფრანგეთი (Lille Catholic University, France) Erasmus + ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას.
Erasmus + ის გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა განსაზღვრულია Erasmus+ ის სახელმძღვანელოსა და მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.
პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების მიზნით, პერსონალის მობილობა არის ერთ კვირიანი (მოიცავს 5 სამუშაო დღეს, თუმცა უნივერსიტეტმა შეიძლება შემოგვთავზოს გაზრდილი მობილობის დღეები) და მოიცავს სავალდებულო 8 სალექციო საათს.
განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ:
- სრულ განაკვეთზე დასაქმებულ აკადემიურ პერსონალს (ბრძანება/გრძელვადიანი კონტრაქტი), რომელსაც აქვს ინგლისურ ენაზე სალექციო კურსის წაკითხვის გამოცდილება ან
- კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მყოფ აკადემიურ პერსონალს, რომელსაც აქვს ინგლისურ ენაზე სალექციო კურსის წაკითხვის გამოცდილება
ამ განაცხადის მიზნებისათვის, 2018 წლის შემოდგომის სემესტრში, ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტიში, მობილობის განხორციელება შესაძლებელია შემდეგ მიმართულებებზე: Business Administration, Economics, International Relations, Law.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა აკადემიურმა პერსონალმა შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ინგლისურ ენაზე:
- საერთაშორისო პასპორტის ასლი
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1)
- EUROPASS CV (იხ.დანართი #2) (იხ.დანართი #3)
- ესე, რომელიც უნდა ასახავდეს: კავკასიის უნივერსიტეტში მუშაობის გამოცდილებას ინფორმაციას პროექტებისა და პროგრამების შესახებ, რომელშიც აპლიკანტს მონაწილეობა მიუღია კავკასიის უნივერსიტეტთან ერთად ან როგორც კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენელს
- 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან (დეკანი\აკადემიური პროგრამის ხელმძღვანელი)
არ განიხილება განაცხადები, რომლებიც:
- წარმოდგენილი განაცხადები იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო
- დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება
კანდიდატებს განაცახდების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით 2018 წლის 7 ივლისის ჩათვლით მისამართზე: ir@cu.edu.ge .
კანდიდატმა ელ.ფოსტის სათაურში უნდა მიუთითოს შერჩეული უნივერსიტეტის დასახელება, რომელზეც აკეთებს განაცხადს. თითოეული დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული.
შერჩევის პროცედურა:
- წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია.
- კომისიის მიერ მოხდება შერჩეული კანდიდატების ნომინირება
- შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მოხდება მიმღები უნივერსიტეტისათვის
- აკადემიური პერსონალის საბოლო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25.
გისურვებთ წარმატებას!