Erasmus + ის გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალისთვის-შემოდგომა 2018

7 ივლისი 2018

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს აკადემიური პერსონალისთვის, 2018 წლის შემოდგომის სემესტრში, ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტში, საფრანგეთი (Lille Catholic University, France) Erasmus + ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას.  

 

Erasmus + ის გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა განსაზღვრულია Erasmus+ ის სახელმძღვანელოსა და მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის  შესაბამისად.

 

პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების მიზნით, პერსონალის მობილობა არის ერთ კვირიანი (მოიცავს 5 სამუშაო დღეს, თუმცა  უნივერსიტეტმა შეიძლება შემოგვთავზოს გაზრდილი მობილობის დღეები) და მოიცავს სავალდებულო 8 სალექციო საათს.

 

განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ:

 

  • სრულ განაკვეთზე დასაქმებულ აკადემიურ პერსონალს (ბრძანება/გრძელვადიანი კონტრაქტი), რომელსაც აქვს ინგლისურ ენაზე სალექციო კურსის წაკითხვის გამოცდილება ან
  • კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მყოფ აკადემიურ პერსონალს, რომელსაც აქვს ინგლისურ ენაზე სალექციო კურსის წაკითხვის გამოცდილება

 

ამ  განაცხადის მიზნებისათვის, 2018 წლის შემოდგომის სემესტრში, ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტიში, მობილობის განხორციელება შესაძლებელია შემდეგ მიმართულებებზე:  Business Administration, Economics, International Relations, Law.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად  დაინტერესებულმა აკადემიურმა პერსონალმა  შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ინგლისურ ენაზე: 

 

  • საერთაშორისო პასპორტის ასლი
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1)
  • EUROPASS CV (იხ.დანართი #2) (იხ.დანართი #3)
  • ესე, რომელიც უნდა ასახავდეს: კავკასიის უნივერსიტეტში მუშაობის გამოცდილებას ინფორმაციას პროექტებისა და პროგრამების შესახებ, რომელშიც აპლიკანტს მონაწილეობა მიუღია კავკასიის უნივერსიტეტთან ერთად ან როგორც კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენელს
  • 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან (დეკანი\აკადემიური პროგრამის ხელმძღვანელი)

 

არ განიხილება განაცხადები, რომლებიც:

 

  • წარმოდგენილი განაცხადები იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო
  • დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება

 

კანდიდატებს განაცახდების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით 2018 წლის 7 ივლისის ჩათვლით მისამართზე: ir@cu.edu.ge .

 

კანდიდატმა ელ.ფოსტის სათაურში უნდა მიუთითოს შერჩეული  უნივერსიტეტის დასახელება, რომელზეც აკეთებს განაცხადს. თითოეული დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული. 

 

შერჩევის პროცედურა

 

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია.
  • კომისიის მიერ მოხდება შერჩეული კანდიდატების ნომინირება
  • შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მოხდება მიმღები უნივერსიტეტისათვის
  • აკადემიური პერსონალის საბოლო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და  საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25.

 

გისურვებთ წარმატებას!