მარი სკლოდოვსკა-კიურის ინდივიდუალური კვლევითი სტიპენდია

12 სექტემბერი 2018

გაცნობებთ, რომ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, "ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო" პროგრამა - "ჰორიზონტი 2020"-ის ფარგლებში, გამოცდილი მკვლევარებისთვის აცხადებს კონკურსს მარი სკლოდოვსკა-კიურის ინდივიდუალური კვლევითი სტიპენდიის მოსაპოვებლად.  

 

არსებობს ორი ტიპის ინდივიდუალური კვლევითი სტიპენდია:

 

  • ევროპული კვლევითი სტიპენდია
  • გლობალური კვლევითი სტიპენდია

 

ევროპული კვლევითი სტიპენდია

 

მონაწილეობა შეუძლიათ:

 

  • მკვლევარებს, რომლებსაც სურთ კვლევითი მივლინებით გადაადგილება ევროპის ქვეყნებს შორის, ან რომლებიც ცხოვრობენ ჰორიზონტი 2020 პროგრამის მესამე ქვეყნებში და სურთ ევროპაში კვლევითი საქმიანობა
  • მკვლევარებს, რომლებსაც სურთ კვლევითი კარიერის განახლება დეკრეტული შვებულებით ან არა-კვლევითი საქმიანობით გამოწვეული პაუზის შემდეგ
  • ევროპის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ევროპელ მკვლევარებს, რომელბსაც სურთ ევროპაში (ჰორიზონტი 2020 პროგრამის ქვეყნებში) დაბრუნება და ახალი კვლევითი თანამდებობა 

 

ევროპული კვლევითი სტიპენდიის მოპოვებისათვის მასპინძელი უნდა იყოს ევროკავშირის წევრი ან ჰორიზონტი 2020 პროგრამაში ასოცირებულ რომელიმე ქვეყანა.

 

სტიპენდიის ხანგრძლივობაა ერთიდან ორ წლამდე.

 

გლობალური კვლევითი სტიპენდია

 

მონაწილეობა შეუძლიათ:

 

  • ევროკავშირის წევრი და ჰორიზონტი 2020 პროგრამაში ასოცირებულ ქვეყების მოქალაქე მკვლევარებს და ეხმარება მათ კვლევითი თანამდებობის პოვნაში ევროპის ფარგლებს გარეთ

 

სტიპენდიის ხანგრძლივობაა ორიდან სამ წლამდე.

 

მკვლევარი ბრუნდება და ერთ წელს ატარებს ევროკავშირის ქვეყნასა და/ან ჰორიზონტი 2020 პროგრამის ასოცირებულ ქვეყანაში მდებარე იმ ორგანზიაციაში, რომლიდანაც გაემგზავრა ამ კვლევით მივლინებაში.

 

კვლევითი სტიპენდიის ორივე ტიპი ითვალისწინებს სამიდან ექვს თვემდე სამუშაო მივლინებებს (ე.წ. Secondments), ევროპის  რომელიმე სხვა ორგანიზაციაში.

 

მარი სკლოდოვსკა-კიურის ინდივიდუალური სტიპენდიისათვის განაცხადის წარდგენა შესაძლებელია  5 პანელზე.

 

  • გლობალური სტიპენდია
  • სტანდარტული ევროპული სტიპენდია
  • საზოგადოება და საწარმოს პანელი
  • რეინტეგრაციის პანელი
  • კარიერის ხელახლა დაწყების პანელი

 

თქვენი კვლევითი ინტერესების შესაბამისად, შეგიძლიათ 5-დან ერთ-ერთი პანელის შერჩევა და მასში განაცხადის გაკეთება.

 

 

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

 

აღნიშნული აქტივობა განკუთვნილია გამოცდილი მკვლევარებისთვის მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან.

 

აპლიკანტებს, კონკურსში საბუთების წარდგენის ბოლო ვადისათვის, უნდა ჰქონდეთ დოქტორის ხარისხიან მინიმუმ 4 წლის სრული-განაკვეთით კვლევითი მუშაობის გამოცდილება.

 

 

რას აფინანსებს ინდივიდუალური კვლევითი სტიპენდია?

 

მარი სკლოდოვსკა კიურის კვლევითი სტიპენდიები გაიცემა მეცნიერების ყველა დისციპლინაში და ფინანსდება კვლევის ყველა სფერო.

 

 

რას ფარავს აღნიშნული სტიპენდია?

 

გრანტი ითვალისწინებს ფინანსურ დახმარებას:

 

  • ცხოვრების, მგზავრობისა და ოჯახთან დაკავშირებულ ხარჯებს;
  • ტრენინგებს, პროფესიული კავშირების დამყარების ხარჯებს; 
  • კვლევის განხორციელებისათვის საჭირო ხარჯებს.
  • პროექტის მართვისა და არაპირდაპირ ხარჯებს.
  • ევროკავშირის გრანტის მიმღებია მასპინძელი ორგანიზაცია (ევროპაში მდებარე უნივერსიტეტი, კვლევითი ცენტრი ან კომპანია)

 

 

სტიპენდიის ფინანსური ასპექტები

 

სტიპენდიანტის ყოველთვიური ფინანსური ხარჯები გადანაწილებულია შემდეგნაირად:

 

 

მკვლევარის  ხარჯი ევროებში

 

 ადამიანი/თვე

ინსტიტუციური ხარჯი ევროებში

 

 ადამიანი/თვე

ცხოვრების თანხა

 

 

მობილობის თანხა ოჯახის  თანხა კვლევის, ტრენინგის და კავშირების დამყარების ხარჯები მენეჯმენტის და არაპირდაპირი ხარჯები
4,880 600 500 800 650

 

 

როგორ გავაკეთოთ განაცხადი?

 

საპროექტო წინადადება, მათ შორის თქვენი CV წარდგენილი უნდა იყოს ევროკომისიის მონაწილეთა პორტალზე.

 

საპროექტო წინადადება მომზადებული უნდა იყოს მასპინძელ დაწესებულებასთან ერთად.

 

მარი სკლოდოვსკა-კიურის ინდივიდუალური სტიპენდიის საპროექტო წინადადების მოსამზადებელი სხვა დოკუმენტების ბმული: Templates

 

საპროექტო წინადადების განაცხადის გასაკეთებლად ესტუმრეთ შემდეგ ბმულს: APPLY HERE

 

რეგისტრაციის ბოლო ვადაა, 12 სექტემბერი, 2018 წელი

 

გთხოვთ, რჩევებისა და ინფორმაციისთვის მიმართეთ შესაბამისი მიმართულების ეროვნულ საკონტაქტო პირებს და Research Inquiry Helpdesk-ს.

 

 

გისურვებთ წარმატებას!