Charles University in Prague Summer School, 2018

30 ივნისი 2018

გაცნობებთ, რომ ჩარლზის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა (Charles University in Prague), აცხადებს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტების მიღებას 2 კვირიან (8 სექტემბერი - 22 სექტემბერი, 2018) აკადემიურ პროგრამაზე: “Summer University Prague 2018: Project Europe at a Crossroads”. პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს მიეცემათ საშუალება მიიღონ მონაწილეობა სემინარებსა და ჯგუფურ პრეზენტაციებში.

 

პროგრამის ღირებულება: 990 ევრო

 

პროგრამის ღირებულებაში შედის:

 

  • სწავლის გადასახადი
  • პროგრამისთვის განკუთვნილი მასალები
  • საცხოვრებელი
  • საუზმე და ლანჩი
  • კულტურული და სოციალური ღონისძიებები
  • უნივერსიტეტის საინფორმაციო მხარდაჭერა პრაღაში ყოფნის განმავლობაში

 

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 30 ივნისი, 2018

 

რეგისტრაციისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიეთ ოფიციალურ ვებ-გვერდს ან დაუკავშირდით პროგრამის კოორდინატორს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: spring.university@fsv.cuni.cz

 

გისურვებთ წარმატებას!