ჩეხეთის მთავრობის სტიპენდიები სადოქტორო პროგრამებისთვის 2023-2024

26 ივლისი 2022

ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს სტიპენდიებს სადოქტორო პროგრამებისთვის 2023-2024 აკადემიური წლისთვის.

 

ყოველთვიური სტიპენდია შეადგენს 15,000 კრონას. სტიპენდიის ფარგლებში დაფინანსებულია როგორც სწავლის საფასური, აგრეთვე საცხოვრებელი ხარჯები. პროგრამის ფარგლებში არ არის დაფინანსებული მხოლოდ მგზავრობის ხარჯები.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტაცია, თითოეული 2 ეგზემპლარად:

 

  1. შევსებულისააპლიკაციო ფორმა (სააპლიკაციო ფორმის შევსებას შეძლებთ მოცემულ ბმულზე);
  2. CV;
  3. პასპორტის ასლი;
  4. ხელმოწერილი განაცხადი წესებსა და პირობებზე თანხმობის შესახებ;
  5. ხელმოწერილი განაცხადი ჯანმრთელობის მომსახურების გაწევის მარეგულირებელ პირობებზე თანხმობის შესახებ;
  6. ხელმოწერილი თანხმობის ფორმა, სწავლის დასრულების შემდგომ მშობლიურ ქვეყანაში დაბრუნების შესახებ;
  7. დაბადებისმოწმობის ასლი და მოწმობის დამოწმებული თარგმანი ჩეხურ ენაზე;
  8. ჯანმრთელობისცნობა და ცნობის დამოწმებული თარგმანი ჩეხურ ან ინგლისურ ენაზე;
  9. მაგისტრის დიპლომის ასლი და დიპლომის დამოწმებული თარგმანი ჩეხურ ენაზე;
  10. მაგისტრის დიპლომის დანართის ასლი და დანართის დამოწმებული თარგმანი ჩეხურ ენაზე;
  11. ცნობა იმდაწესებულების სტატუსის შესახებსადაც მოგენიჭათ მაგისტრის ხარისხი (ცნობას გასცემს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS.ge);
  12. პუბლიკაციებისჩამონათვალი;
  13. საექსპერტო თემების მიმოხილვა, რომლებზეც განმცხადებელს სურს ფოკუსირება მოახდინოს სადოქტორო პროგრამაზე სწავლისას;
  14. დისერტაციის თემის მიმოხილვა (3-5 გვერდი);
  15. 2 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან;
  16. საჭიროების შემთხვევაში, სხვა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ განმცხადებლის კვალიფიკაციას დასამეცნიერო მოღვაწეობას.

 

ჩეხეთის საელჩოში დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 30 სექტემბერი.

 

სასტიპენდიო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ასევე ზემოხსენებული ფორმების სანახავად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.

 

გისურვებთ წარმატებას!