გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) აცხადებს სტიპენდიებს სამაგისტრო პროგრამებისა და სასწავლო კურსებისთვის.
- სამაგისტრო პროგრამა - ხანგრძლივობა: 10-და 24 თვემდე;
- სასწავლო კურსი - ხანგრძლივობა: 1 აკადემიური წელი.
სტიპენდიის პროგრამის ფარგლებში შეგიძლიათ ისწავლოთ თქვენი სურვილისამებრ არჩეულ სახელმწიფო ან სახელმწიფოს მიერ აღიარებულ გერმანულ უნივერსიტეტში.
სტიპენდიის სარგებელი:
- ყოველთვიური თანხა 861 ევროს ოდენობით;
- სუბსიდია მგზავრობის ხარჯებისთვის;
- ერთჯერადი სასწავლო მხარდაჭერა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა.
გარდა ამისა, დამატებითი შეღავათები (მაგ. ყოველთვიური ქირა ან ყოველთვიური გადასახადი თანმხლები ოჯახის წევრებისთვის) შეიძლება გაიცეს გარკვეულ პირობებში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ DAAD სტიპენდიის ფარგლებში არ ფინანსდება სწავლისსაფასური.
სააპლიკაციო პროცესი წარიმართება ორ ეტაპად:
- სააპლიკაციო დოკუმენტების ატვირთვა;
- შესრულებული ნაშრომების/დიზაინების ატვირთვა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, პირველ ეტაპზე, DAAD სააპლიკაციო პორტალზე უნდა ატვირთონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- სააპლიკაციო ფორმა;
- CV;
- სამოტივაციო წერილი;
- შევსებული ფორმა - "ინფორმაცია თქვენთვის სასურველი სამაგისტრო პროგრამების შესახებ";
- მიღების წერილი გერმანიის მასპინძელი უნივერსიტეტისგან;
- ნიშნების ფურცელი (ყველა განვლილი სემესტრის);
- დიზაინების/გეგმების სია დეტალური ინფორმაციით (ზომა, შექმნის თარიღი, ადგილი და ა.შ.);
- განცხადება მასზედ, რომ დიზაინი/გეგმები შედგენილია ან შექმნილია თქვენს მიერ;
- ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (მაგ. DSH ან TestDaF, თუ სწავლების ენა გერმანულია; TOEFL ან IELTS, თუ სწავლების ენა არის ინგლისური);
- სხვა დოკუმენტები, რომლებიც მიგაჩნიათ, რომ შეიძლება იყოს თქვენი განაცხადისთვის რელევანტური (მაგ. დასაქმების მოწმობა, დასაქმების დამადასტურებელი საბუთი, ა.შ);
- სასწავლო კურსებზე განაცხადის წარდგენის მსურველებმა ასევე უნდა ატვირთონ გერმანიის მასპინძელი უნივერსიტეტის ლექტორის დასტური ხელმძღვანელობაზე.
- მხოლოდ არქიტექტურის ბაკალავრის ხარისხის მქონე სტუდენტებისთვის: ბაკალავრის დიპლომი.
აპლიკაციის მეორე ეტაპი გულისხმობს თქვენი შესრულებული ნაშრომების/დიზაინების გადაგზავნას DAAD-ის მედია მონაცემთა ბაზაში:
- თუ თქვენი განაცხადი დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს, არაუგვიანეს 28 ოქტომბრამდე მიიღებთ ბმულს, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ ბაზაში თქვენი შესრულებული ნაშრომების/დიზაინების ატვირთვას, 7 ნოემბრამდე.
სააპლიკაციო პორტალში დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 30 სექტემბერი.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ იწვიოთ ბმულს.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ DAAD რეგიონულ ოფისს თბილისში შემდეგ მისამართზე: info@daad-georgia.org
გისურვებთ წარმატებას!