EPLO/ELGS საზაფხულო პროგრამები სამართლის სტუდენტებისთვის

14 ივნისი 2022

 

ევროპული სამართლისა და საჯარო მმართველობის სკოლაათენისაბერძნეთი (European Law and Governance School, ELGS), ევროპული საჯარო მმართველობის ორგანიზაციასთან (EPLO, European Public Law Organization) თანამშრომლობითაცხადებს მონაწილეთა მიღებას საზაფხულო პროგრამებისთვის.

 

შემოთავაზებული საზაფხულო პროგრამები და საფასური არის შემდეგი:

  1. Global Administrative Law(მხოლოდ ონლაინ ფორმატში) – 25-29 ივლისი - 300 ევრო (მაგისტრანტებისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის);
  2. Migration Summer School– 25-31 ივლისიათენი - 400 ევრო. (სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის);
  3. Artificial Intelligence– 25-29 ივლისიათენი - 250 ევრო (მაგისტრანტებისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის).

 

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს ორგანიზატორები სთავაზობენ სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა განისაზღვრება შიდა შერჩევის შედეგად, დანომინირებული სტუდენტების მონაცემების საფუძველზე და გეცნობებათ დამატებით.



შიდა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებადკავკასიის სამართლის სკოლის აქტიურმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  1. ნიშნების ფურცელი (მინიმალური GPA 3.0);
  2. ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი ცნობა/სერტიფიკატი (IELTS - 6; TOEFL - 78);
  3. რეკომენდაცია ფაკულტეტიდან (დეკანი/პროფესორი).

 

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ მაღალი აკადემიური მოსწრებისა და საერთაშორისო სერტიფიკატის (IELTS, TOEFL) მფლობელ სტუდენტებს.

 

კანდიდატებმა დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით 2022 წლის 20 ივნისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზეir@cu.edu.ge

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პროგრამის ფარგლებში არ არის დაფინანსებული მგზავრობისა და საცხოვრებლის ხარჯები, და ეს ხარჯები თავად სტუდენტმა უნდა გაწიოს.

 

პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.

 

პროგრამაში მონაწილეობის შესახებ დამატებითი შეკითხვების შემთხვევაშიგთხოვთმიმართოთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტსმეორე სართულიB25.