ევროპული სამართლისა და საჯარო მმართველობის სკოლა, ათენი, საბერძნეთი (European Law and Governance School, ELGS), ევროპული საჯარო მმართველობის ორგანიზაციასთან (EPLO, European Public Law Organization) თანამშრომლობით, აცხადებს მონაწილეთა მიღებას საზაფხულო პროგრამებისთვის.
შემოთავაზებული საზაფხულო პროგრამები და საფასური არის შემდეგი:
- Global Administrative Law(მხოლოდ ონლაინ ფორმატში) – 25-29 ივლისი - 300 ევრო (მაგისტრანტებისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის);
- Migration Summer School– 25-31 ივლისი, ათენი - 400 ევრო. (სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის);
- Artificial Intelligence– 25-29 ივლისი, ათენი - 250 ევრო (მაგისტრანტებისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის).
კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს ორგანიზატორები სთავაზობენ სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა განისაზღვრება შიდა შერჩევის შედეგად, დანომინირებული სტუდენტების მონაცემების საფუძველზე და გეცნობებათ დამატებით.
შიდა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კავკასიის სამართლის სკოლის აქტიურმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
- ნიშნების ფურცელი (მინიმალური GPA 3.0);
- ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი ცნობა/სერტიფიკატი (IELTS - 6; TOEFL - 78);
- რეკომენდაცია ფაკულტეტიდან (დეკანი/პროფესორი).
შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ მაღალი აკადემიური მოსწრებისა და საერთაშორისო სერტიფიკატის (IELTS, TOEFL) მფლობელ სტუდენტებს.
კანდიდატებმა დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით 2022 წლის 20 ივნისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ir@cu.edu.ge
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პროგრამის ფარგლებში არ არის დაფინანსებული მგზავრობისა და საცხოვრებლის ხარჯები, და ეს ხარჯები თავად სტუდენტმა უნდა გაწიოს.
პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.
პროგრამაში მონაწილეობის შესახებ დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტს, მეორე სართული, B25.