Erasmus+ ის გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალისთვის - გაზაფხული 2019

4 აპრილი 2019

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს აკადემიური პერსონალისთვის, 2019 წლის გაზაფხულის  სემესტრში, ტუშას უნივერსიტეტში, იტალია (University of Tuscia, Italy) Erasmus + ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღებას. 

 

Erasmus + ის გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა განსაზღვრულია Erasmus+ ის სახელმძღვანელოსა და მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის  შესაბამისად.

 

პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების მიზნით, პერსონალის მობილობა არის ერთ კვირიანი (მოიცავს 5 სამუშაო დღეს, თუმცა  უნივერსიტეტმა შეიძლება შემოგვთავაზოს გაზრდილი მობილობის დღეები) და მოიცავს სავალდებულო 8 სალექციო საათს.

 

განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ:

 

  • სრულ განაკვეთზე დასაქმებულ აკადემიურ პერსონალს (ბრძანება/გრძელვადიანი კონტრაქტი), რომელსაც აქვს ინგლისურ ენაზე სალექციო კურსის წაკითხვის გამოცდილება ან
  • კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მყოფ აკადემიურ პერსონალს, რომელსაც აქვს ინგლისურ ენაზე სალექციო კურსის წაკითხვის გამოცდილება.

 

ამ განაცხადის მიზნებისათვის, 2019 წლის გაზაფხულის სემესტრში, ტუშას უნივერსიტეტში, მობილობის განხორციელება შესაძლებელია შემდეგ მიმართულებებზე:

 

  • Quality management and quality assurance;
  • Financial economics; Risk and portfolio management;
  • Development macroeconomics;
  • Macroeconomic Policy;
  • Political Economy.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად  დაინტერესებულმა აკადემიურმა პერსონალმა  შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ინგლისურ ენაზე:

 

საერთაშორისო პასპორტის ასლი;

 

  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1)
  • EUROPASS CV (იხ.დანართი #2) (იხ.დანართი #3)
  • ესე, რომელიც უნდა ასახავდეს: კავკასიის უნივერსიტეტში მუშაობის გამოცდილებას;
  • ინფორმაციას პროექტებისა და პროგრამების შესახებ, რომელშიც აპლიკანტს მონაწილეობა მიუღია კავკასიის უნივერსიტეტთან ერთად ან როგორც კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენელს; 
  • 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან (დეკანი\აკადემიური პროგრამის ხელმძღვანელი)

 

       არ განიხილება განაცხადები, რომლებიც:

 

  • იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
  • დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.

 

კანდიდატებს განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით 2019 წლის 6 აპრილის ჩათვლით შემდეგ  მისამართზე: ir@cu.edu.ge.

 

კანდიდატმა ელ-ფოსტის სათაურში უნდა მიუთითოს შერჩეული  უნივერსიტეტის დასახელება, რომელზეც აკეთებს  განაცხადს. თითოეული დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული.

 

შერჩევის პროცედურა:

 

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია.
  • საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის მიერ მოხდება შერჩეული კანდიდატების ნომინირება;
  • შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მოხდება მიმღები უნივერსიტეტისათვის;
  • აკადემიური პერსონალის საბოლოო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ;

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის  საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25.

 

გისურვებთ წარმატებას!