კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს 2018 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის Erasmus + გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას.
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა სტუდენტების საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის განსაზღვრულია მიმღები ქვეყნისა და უნივერსიტეტის შესაბამისად.
2018 წლის გაზაფხულის სემესტრში დაგეგმილია სტუდენტთა მობილობა შემდეგ უნივერსიტეტებში:
- ტუშას უნივერსიტეტი, იტალია
აკადემიური საფეხური |
მობილობის ხანგრძლივობა |
აკადამიური მიმართულებები |
სწავლების ენა |
ბაკალავრაიტი |
1 სემესეტრი |
Business Administration |
იტალიური ან ინგლისური |
- ლილეს კათოლიკური უნივერსიტეტი, საფრანგეთი
აკადემიური საფეხური |
მობილობის ხანგრძლივობა |
აკადამიური მიმართულებები |
სწავლების ენა |
ბაკალავრიატი\მაგისტრატურა |
1 სემესეტრი |
Business Administration |
ინგლისური |
- ვარნას მენეჯმენტის უნივერსიტეტი, ბულგარეთი
აკადემიური საფეხური |
მობილობის ხანგრძლივობა |
აკადამიური მიმართულებები |
სწავლების ენა |
ბაკალავრიატი |
1 სემესეტრი |
International Business and Management; International Tourism Management |
ინგლისური |
- პოვისლანსკის კოლეჯი კვიდზინში, პოლონეთი
აკადემიური საფეხური |
მობილობის ხანგრძლივობა |
აკადამიური მიმართულებები |
სწავლების ენა |
ბაკალავრიატი |
1 სემესეტრი |
Economics; Business and Administration |
ინგლისური |
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კავკასიის უნივერსიტეტის აქტიურმა სტუდნტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
- პირადობის მოწმობის / პასპორტის ასლი
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1)
- EUROPASS CV (იხ.დანართი #2) (იხ.დანართი #3)
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS – 0 ; TOEFL- 78)
- ნიშნების ფურცელი;
- სამოტივაციო წერილი;
- 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან;
- ეკონომიურ, სოციალურ ან ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემ(ებ)ის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში).
კონკურსში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ:
- საბაკალავრო პროგრამის პირველი და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს;
- სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს;
- მათ, ვისაც უკვე მიღებული აქვთ ერაზმუს მუნდუსის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე.
არ განიხილება იმ სტუდენტთა განაცხადები, რომლებიც:
- არ აკმაყოფილებენ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის ჩარჩო ხელშეკრულებითა და კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის დებულებით დადგენილ მოთხოვნებს;
- წარმოდგენილი იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამოდ;
- წარმოდგენილი იქნება დაგვიანებით ან ეტაპობრივად.
კანდიდატებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით 2017 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ir@cu.edu.ge
კანდიდატმა ელ-ფოსტის სათაურში უნდა მიუთითოს პირველ ადგილზე შერჩეული უნივერსიტეტის დასახელება, რომელზეც აკეთებს განაცხადს. თითოეული დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული. ერთ სტუდნეტს განაცხადის გაკეთება შეუძლია მაქსიმუმ სამ უნივერსიტეტზე.
შერჩევის პროცედურა:
- წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია.
- კომისიის მიერ მოხდება შერჩეული კანდიდატების ნომინირება;
- შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მიმღები უნივერსიტეტისათვის;
- სტუდენტების საბოლო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ;
- მიმღებ უნივერსიტეტს უფლება აქვს ნომინირებულ სტუდნეტს მოსთხოვოს დამატებით შიდა კონკურსში მონაწილოების მიღება.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და საეთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს.